ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა, ბაიოს პოკერი და "უოტფორდის" შესანიშნავი გამარჯვება შეფილდში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიოშიფის მეცამეტე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე „შეფილდ უენსდეი“ 6:2 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი პასით ვაკუნ ბაიომ მეორე გოლი გაიტანა, რომელმაც პოკერი შეასრულა. ჩაკვეტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. გიორგიმ დღევანდელ მატჩში შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: whoscored 7.5, sofascore 7.3, flashscore 7.2.

„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 22 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 ნოემბერს გასვლაზე „სუონსის“ დაუპირისპირდება.

შეფილდი. „ჰილსბორო“
შეფილდ უენსდეი - უოტფორდი 2:6
გოლები: 0:1 პორტეუსი (29), 1:1 სმიტი (34), 1:2
ინსი (52, პენ), 1:3 ბაიო (58, პენ), 1:4 ბაიო (67), 2:4 ვალენტინი (81), 2:5 ბაიო (85), 2:6 ბაიო (88)

altკლევერლი: ეს ჩაკვეტაძეს სხვა დონეზე გადაიყვანს და ზღვარი არ ექნება

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგი ვიდეო (10 წუთი).
https://youtu.be/ICON6XTGAF0?si=1p_7ZfBFM8fru4N5
ქ. გ.
08:44 03-11-2024
0
ჩაკვე ინიესტას მაგონებს ერთიერთში, ანდრესის მსგავსად ჩაკვეც ნახევარდაცვის ცენტრსა და ფლანგს ერთნაირი წარმატებით ავსებს და ბევრს მოძრაობს ამ ზონებში და რაც მთავარი მსგავსებაა, ჩაკვეც საოცრად სწრაფია და მე ამ ორი კაცის გარდა ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებიდან ასეთი სწრაფი არავინ მახსენდება. ჩაკვემ ძალიან მოუმატა ფიზიკაში და ამ მხრივაც თუ ინიესტას დინეზე ავიდა შეიძლება უკეთესი ფეხბურთელიც ვიხილოთ, რადგან ანდრესისგან განსხვავებით უფრო მეტი შეუძლია დასკვნით ფაზაშიც. ანდრესს გოლი პლუს ასისტით ჩაკვეს მსგავსად არ ქონდა გამორჩეული სტატისტიკა, მაგრამ რამხელა გავლენას ახდენდა თამაშზე ალბათ კარგად გახსოვთ.
სიმენონი
23:07 02-11-2024
9

სიახლეები პოპულარული