ნაკლები დრიბლინგი და მეტი გოლი ხვიჩასგან - როგორი იქნება "ატალანტასთან" "ნაპოლის" შემადგენლობა?

AutoSharing Option
სერია A-ს მეთერთმეტე ტურში ლიდერი „ნაპოლი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ კომენტარი ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ გააკეთა:

„ატალანტა“ მრავალი წლის მანძილზე ერთი და იგივე ფეხბურთს თამაშობს. სიახლე ისაა, რომ მათი შემადგენლობა უფრო ღრმა გახდა, ხარისხი აიმაღლეს და ხშირად იმარჯვებენ. მათ სტილთან ძნელია დაპირისპირება და ბევრი მიბაძავს.

გადამწყვეტი იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია? როდესაც მკაცრად გმეურვეობენ, მთავარია მთელი ფრონტით შეუტიოთ. იქიდან გამომდინარე, როგორი სტრატეგიით აგებს კონტე თავისი გუნდის თამაშს, ვფიქრობდი, რომ კვარაცხელიასგან ვნახავდი ნაკლებ დრიბლინგს და მეტ გოლს. ჯერჯერობით ეს ასეა. ყოველთვის
მომწონდა კონტეს თავშეკავებულობა. ის არასოდეს არ იტყვის, რომ სკუდეტოსთვის უნდა იბრძოლონ და ის მართალია“.

როგორც ნეაპოლური გამოცემები იტყობინებიან, კონტე შემადგენლობას არ შეცვლის და შემდეგ სასტარტო თერთმეტეულს გაიყვანს მოედანზე: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, პოლიტანო, კვარაცხელია, ლუკაკუ.

მატჩი „დიეგო მარადონაზე“ თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

alt"კვარაცხელია "ოლდ ტრაფორდს" გაანათებს" - ამორიმს ქართველის დამატება უნდა

alt"იქნება თუ არა სენსაცია სკუდეტოს მოგება?" - რა უპასუხა კონტემ ჟურნალისტს

alt"ლუკმენი "კვარას" ამიტომ მირჩევნია" - "ნაპოლის" და "ატალანტას" ყოფილი ფეხბურთელი

altდაცვაში თამაშის მნიშვნელობა კვარაცხელიასა და ლუკაკუსთვის - ნაპოლი რთული მატჩების სერიაში

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვინც ხვიჩასგან ნაკლებ დრიბლინგს ითხოვს ის ფეხბურთის მტერია! ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა თამაშია და არა ომი. ვინ მამაზაღლი იტყვის, რომ ხვიჩამ გოლები არ უნდა გაიტანოს, მაგრამ ხვიჩა გერდ მიულერი ან რაული ვერ გახდება. ხვიჩამ თავი სწორედ ბრწყინვალე დრიბლინგებით გამოიჩინა და დაგვამახსოვრა. დრიბლინგი არის ფეხბურთის ულამაზესი ელემენტი და მისი დათმობა არაფრით შეიძლება!
aburjga
11:25 03-11-2024
0
დუბლი უეჭველია დღეს დალშე ვნახოთ!!!
დელიკა
11:07 03-11-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული