უჩვეულოდ უგერგილო "ნაპოლი" სახლში "ატალანტასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ატალანტასთან“ 0:3 დამარცხდა.

სტუმრები დებიუტში ლუკმანმა დააწინაურა, რის შემდეგაც ანგარიშის გათანაბრება მაკტომინეის შეეძლო, რომლის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ანგისას მეკარე კარნეზეკმა არ გაატანინა. 31-ე წუთზე კი ლუკმანმა შორიდან დალაშქრა მერეტის კარი - 0:2 და მასპინძლები რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ბერგამოელები მეტოქეს შანსს არ აძლევდნენ, კვარაცხელიამ საჯარიმოს გარედან სცადა გატანა, თუმცა ბურთს კარნეზეკი
დაეუფლა. მერე კოლაშინაცის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. „ნაპოლის“ მწვრთნელმა კონტემ გილმორი და პოლიტანო ნგონჟით და რასპადორით შეცვალა. მომენტი ბონჯორნოს ჰქონდა, რომლის თავური მეკარემ მოიგერია. 71-ე წუთზე ხვიჩას მაგივრად მოედანზე ნერესი შევიდა. შეცვლაზე შესულებმა თამაში ვერ გაამწვავეს, ხოლო კომპენსირებულ დროში რეტეგიმ მერეტის კარი დალაშქრა და „ატალანტამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 25 ქულით ლიდერია და 10 ნოემბერს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 ლუკმანი (10), 0:2 ლუკმანი (31), 0:3 რეტეგი (90+2)

alt"ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს "რეალმა" კვარაცხელია იყიდოს" - იტალიელი ჟურნალისტი

altკვარაცხელიას მატჩის დღე ბევრ საუბარზე, ჭორ-მართალსა და კრიტიკაზე მაღლა! - როცა თამაშზე კონცენტრირდები...

მკითხველის კომენტარები / 24 /
დავწერე სვარკაა ნაპოლი და ასე დიდხანს ვერ გაქაჩავს მეთქი და მთავარი შედეგიაო აქ კონტეს გამოექომაგნენ. ხომ უნდა გავთალოთ რომ მაგ სვარკით სერიოზულ გუნდთან ვერაფერს გახდები და აგერ აპამპულავეს რასაც ქვია. კონტე არის ახირებული კაცი,ვითომ ტაქტიკოსი,რომელიც თვლის რომ ლუკაკუ ჯობია ოსიმენს, მაკტომინეი ან გონჯი ზელინსკის და პიცანოლაა თუ ვიღაც ქათამბარკალა მარიო რუის, რომელსაც ბრწყინვალე დუეტი ჰქონდა კვარასთან შექმნილი.
ალექს
18:33 03-11-2024
9
გუნდი, რომელსაც ტემპში ვერ გადააქვს შეტევაში ბურთი და შეტევის განვითარებისთვის ფლანგის მცველებს ელოდება... 6 მომენტი იყო, როცა თამაშის გაშლის ნაცვლად ცარიელ მარცხენა ფლანგზე, 4 კვ. მეტრზე მცველებით ჩაკეტილ მონაკვეთზე ცდილობდნენ პასს, ცენტრში აპაუზებდნენ და ისევ გვერდით პასსით უშინაარსოდ აგორებდნენ ბურთს. ასეთ უსახურ გუნდში ( იგებს თუ აგებს, წელს ნაპოლი ყველა თამაშში უმძიმეს ფეხბურთს თამაშობს, რომლის ყურებაც სასჯელია) კვარას მსგავსი ფეხბურთელი არ არის საჭირო, ვერ გამოიყენებს ასეთი ფეხბურთელის პლიუსებს უბრალოდ იმიტომ რომ კონტეს სტილი არ არის კრეარიული შემტევები. გუნდი რომ ოსიმენს გაუშვებს და ლუკაკუს მოიყვანს იმის გამო რომ დიდი გაბარიტები აქვს . . . კი ბატონო, ნამდვილად "სტოლბაა" მოედანზე
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული