აღნიშნული წყაროს ცნობით, თუ ჩვენებური "პარტენოპეისთან" კონტრაქტს არ გაახანგლძივებს, პარიზული გრანდისთვის 2025 წლის ზაფხულში კვლავ მთავარი სამიზნე იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის კატარელი მფლობელები აღნიშნულ გარიგებას მწვანეს უნთებენ და 80 მილიონი ევროს გადახდაზე მზაობას გამოთქვამენ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ის კვარაცხელიას შეძენა ამ ზაფხულსაც სურდა და "პარკ დე ფრანსზე" გადასვლის სურვილს ქართველიც გამოთქვამდა, მაგრამ ტრანსფერი "ნაპოლიმ" დაბლოკა.