დღეს მიქაუტაძე დავითაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს - ხვიჩა ნაკრებში რთული მატჩით მოდის...

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის წინ ქართველი ლეგიონერების ორი მატჩი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. დღეს, 10 ნოემბერს, ზუსტად ერთ დროს, 23:45 საათზე, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრება, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კი ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" მიიღებს.

11 ტურის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება და მის ლიდერობას სერიოზული გამოცდა ელის. ერთი მარცხის შემდეგ კონკურენცია სერიოზულად დაიძაბა. მათ რიგებშია "ფიორენტინაც", რომელმაც სტაბილურობას მიაღწია.

მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, რათა ამ შეხვედრას უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ. ნეაპოლელთა რიგებში
მთავრი სირთულე კვლავ სტანისლავ ლობოტკას უკავშირდება. სლოვაკი მილანში გუნდთან ერთადაა.

ვარაუდობენ, რომ ანტონიო კონტე თავის საყვარელ ტაქტიკას დაუბრუნდება, რომლითაც ამ სეზონსაც იწყებდა და 3 მცველით ითამაშებს (მაკტომინეის ფაქტორი ამ ტაქტიკას ხელს უშლის). ამ შემთხვევაში კაპიტანი დი ლორენცო კვლავ ცენტრში გადაინაცვლებს, მარჯვენა ფლანგს კი მაცოკი ან პოლიტანო ჩაიბარებს. გამოვა, რომ სანაკრებო შეხვედრების წინ ხვიჩა კვარაცხელია მეორე ფორვარდი იქნება, სადაც მას ვილი სანიოლი იყენებს.

Sportall.Ge

რაც "კვარა" ნეაპოლშია, ისინი "ინტერს" ხუთჯერ შეხვდნენ, ქართველს კი მათთან საგოლე მოქმედება არ აქვს, ასეთი კი ცოტა გუნდი დარჩა. ჯერ იყო საჩემპიონო ინტრიგის დაძაბვა მილანელთა მხრიდან და შემდეგ "ნაპოლის" რევანში. მაშინ ლუჩანო სპალეტია გუნდის კარი რომელუ ლუკაკუმ აიღო, რომელიც ახლა საპირისპიროდ შეუტევს(ზელინკი ნეპოლელებს დაუპირისპირდება. სათადარიგოთა შორის ველით). გასულ სეზონში ინძაგის გუნდმა ჯერ "მარადონაზე" დამაჯერებლად (3:0) მოიგო,
შემდეგ კი სუპერთასის ფინალში გაიმარჯვა. რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, "ჯუზეპე მეაცაზე" გუნდებმა ქულები გაიყვეს(1:1). 77-ე ნომერმა ცოტა ხნის წინ აქ "მილანსაც" პირველად გაუტანა...

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაურიციო მარიანმა სექტემბერში მილანური დერბი განსაჯა. ის ერთ დროს გიბრალტარი-საქართველოზე მეოთხე მსაჯი იყო. ყოფილა იმ შეხვედრაში, სადაც კვარაცხელიას გაუტანია (ატალანტასთან), "ტორინოსთან" კი მოედანზე შესვლიდან მალევე მაცოკი გააძევა...

Sportall.Ge

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ჩვენი მთავარი
ინტერესი დასკვნითი შეხვედრის მიმართაა. "სენტ ეტიენი" გასავარდნი ზონიდან ამოსვლას, პირველ რიგში, ზურიკო დავითაშვილის მეშვეობით თუ ეცდება. თავის მხრივ, გიორგი მიქაუტაძე ფორმაში შევიდა და მისი როლი იზრდება.

"მწვანეებმა" ბოლოს 2019 წელს მოიგო, ამის შემდეგ კი ხუთჯერ შეხვდნენ და "ლიონი" ერთხელაც არ დამარცხებულა.

შეხვედრას 32 წლის უკვე საკმაოდ ცნობილი არბიტრი, ვილი დელაჯოდი განსჯის.

ქართველ ლეგიონერებს წარმატებული მატჩების გაგრძელებას ვუსურვებთ და ხვალიდან ნაკრებში ველით!..

altკვარაცხელია შეიძლება ოქტომბერშიც სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ინტერთან შანსი არააქ ნაპოლს იმედია კვარა გადავა ზაფხულში პრემიერ ლიგაში
11
პირველი,ვინც კვარას პრობლემა გადაჭრა,ინტერი იყო.მისი მწვრთნელი მიხვდა,რომ ხვიჩას შეჩერება,მხოლოდ ეგზეკუციით შეიძლებოდა და თითქმის ყოველ თამაშში,დასაწყისიდანვე ზეხისტი თამაშით,ხშირად კი,წინასწარგანზრახულად უხეში თამაშით ახდენდნენ,ხვიჩას ნეიტრალიზაციას.ამაში მსაჯებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი.არც იმას უარვყოფ,რომ ინტერის დაცვა,თამაშითაც ძალიან ძლიერია,მაგრამ ხვიჩას მშრალი სერია,ამ ორი კომპონენტის ერთობლიობითაა გამოწვეული.რაც შეხება მომავალ თამაშს,ინტერი იმ დონეზე ორგანიზებულ თამაშს გვიჩვენებს,რომ ვერ წარმომიდგენია ნეაპოლელებმა,რა უნდა დაუპირისპირონ.ნეაპოლელების ბურთის ნელი გორება,მათ ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის.რაკი კონტე ისევ სამ მცველიან სისტემაზე გადასვლას გეგმავს,ალბათ ისევ კვარა პოლიტანოს ინდივიდუალურ თამაშსა და მერე ლუკაკუს ბურთით მომარაგებაზე გააკეთებს აქცენტს.რამდენად გამოუვათ,ეს სხვა საკითხია.ლობოტკას არყოფნაც დიდი მინუსია,თამაშის ორგანიზაციისათვის.ალბათ მაკტომინეის გაუფართოებს,მოქმედების არეალს,ცოტა უკანიდან ათამაშებს და ეს ოთხეული ეყოლება შეტევით ფაზაში გამქცევთა სიაში დატოვებული.ჩემთვის მთავარი,ახლა ხვიჩას ჯანმრთელად ჩამოსვლაა,ამ თამაშის შემდეგ.
სოსო
12:28 09-11-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული