გოგლიჩიძე დაბრუნდა და ტრავმა მიიღო - "ემპოლიმ" "ლეჩესთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეთორმეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ლეჩეს“ დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე, რომელმაც ერთი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ძირითად შემადგენლობაში დააყენა და სავარაუდოდ, მცირე ტრავმის გამო 61-ე წუთზე შეცვალა. იმედია ის სერიოზულად არ დაშავებულა და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება. გოგლიჩიძემ ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.5, whoscored 7.2, sofascore 7.2.

„ემპოლი“ პიეტრო პელეგრიმ დააწინაურა, რომელმაც „კომოსთან“ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა. ანგარიში კი სანტიაგო პეროტიმ 77-ე წუთზე გაათანაბრა.

„ემპოლი“ ამ მომენტისთვის 15 ქულით მეათე ადგილზეა და
25 ნოემბერს „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

ლეჩე. „ვია დელ მარე“

ლეჩე - ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 პელეგრი (33), 1:1 პეროტი (77)

alt"გოგლიჩიძე ერთ მატჩში მაინც სასტარტოში იქნება" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

მკითხველის კომენტარები / 7 /
არაფერი არაა საშიში თავისი ფეხით დატოვა მოედანი კოჭლობის გარეშეც ) მაგრამ მაინც არა აქვს მნიშვნელობა--არც ახალგაზრდულს არ უთმობენ და არც ეროვნულში არ ათამაშებენ და სკამზე უზით @@
zura222
03:25 09-11-2024
8
უკრაინასთან დააყენებს ბებერ კაშიას და მანდ დამთავრდება ყველაფერი. მეორე თამაშში გოგლიჩეს ათამაშებს და ასე შეასულებს ვილი დანაპირებს. ))) ეს კაცი თითქმის ვერასდროს ვერ აყენებს სწორ შემადგენლობას. ტაქტიკაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ყველაფერს საბოოლოოდ მაინც ბიჭების თავდადება და ინდივიდუალიზმი წყვეტს.
ახალი სისხლია საჭირო
14:15 09-11-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული