"იუვენტუსი" მზადაა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად 7 მილიონი გადაიხადოს

AutoSharing Option
Juvelive-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ 20 წლის მცველით, საბა გოგლიჩიძით „იუვენტუსი“ დაინტერესდა.

გამოცემა წერს, რომ ასაკიდან გამომდინარე, „ემპოლის“ 28 წლის ალბანელი მცველის, არდიან ისმაილის გადაბირებას „იუვენტუსი“ აღარ განიხილავს, რამეთუ გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტული ქართველის კანდიდატურაა.

აღნიშნულია, რომ ტურინული კლუბის სტრატეგია აქცენტის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთებაა, საბამ მიმდინარე სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა, „იუვე“ მზადაა ზაფხულში დაახლოებით 7 მილიონი ევრო გადაიხადოს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკისა და პროგრესირებისთვის იჯარით თავის ამჟამინდელ გუნდში დატოვოს.

გოგლიჩიძემ 14 სექტემბერს, "იუვესთან" სერია A-ს მეოთხე ტურის საშინაო მატჩში (0:0)
შეუცვლელად ითამაშა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და როგორც ეტყობა, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მიიქცია "ბებერი ქალბატონის" ყურადღება.

Transfermarkt-ის მიხედვით გოგლიჩიძის ფასი 5 მილიონია, „ემპოლისთან“ კი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რა გვჭირს ქართველებო??? ყველა ინფორმაციაზე ერთმანეთს როგორ უნდა ვაფურთხოთ კომენტარებში?! აღარ დაიღალეთ თქვე დალოცვილებო ამ პოლიტიკით? რით ვერ გაიგეთ რომ უბრალო ხალხი ნაცებსაც ვკიდივართ, ქოცებსაც და ვინც მოვა იმასაც წინასწარ კიდევ)
გიუშა
04:44 13-11-2024
3
აბა, რა!
ძალიან მაგარი ბიჭია!
მანფრედ კალცი
19:50 12-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული