"კვარა" სასწრაფოდ უნდა გაყიდონ, თორემ..."- ფედელემ ქართველზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

AutoSharing Option
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ, Radio Marte-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ფედელეს თქმით, "ნაპოლიმ" ხვიჩა რაც შეიძლება მალე უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართველის სატრანსფერო ღირებულება შემცირდება.

"უმჯობესია, რომ "კვარა" სასწრაფოდ გავყიდოთ და მასში აღებული თანხით რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი მოვიყვანოთ, რომლებიც გუნდს სამომავლო მიზნების მიღწევაში დაეხმარებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იგივე სურათს, რაც ალანისა და კულიბალის შემთხვევაში მოხდა. დე ლაურენტისმა ისინი სწორ დროს არ გაასხვისა და საბოლოოდ, კლუბმა შესაბამისი სარგებელი ვერ მიიღო.

ყველა ფეხბურთელს თავისი ფასი
აქვს და როდესაც ის მაღალია, შენ ის აუცილებლად უნდა გაყიდო. უნდა გაიყიდოს თუ არა "კვარა"? რა თქმა უნდა. თუმცა ყველაფერი წინადადებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ხვიჩას დამატებით ყველაზე აქტიურად "პარი სენ ჟერმენი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

altკვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

altცნობილი გახდა, რა პირობებს შესთავაზებს "ბარსელონა" კვარაცხელიას

altრებროვი: შეაჩერა კონოპლიამ კვარაცხელია? რა ვუთხარი მუდრიკს - მადლობა ქართველებს!

მკითხველის კომენტარები / 1 /
ანუ ეგეც ფიქრობს, რომ 23 წლის მერე ქართველის ფასი ვარდება? ეჰ იმედია მცდარი ვარაუდია.
jeremo
17:08 20-11-2024
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული