გოგლიჩიძე "უდინეზესთან" სათამაშოდ მზად იქნება

AutoSharing Option
lanazione.it-ის ცნობით, "ემპოლის" მცველმა საბა გოგლიჩიძემ "ლეჩესთან" მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო.

გამოცემა იტყობინება, რომ გოგლიჩიძემ სებასტიანო ესპოზიტოსთან და ტინო ანჯორინისთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშა, სხვა თანაგუნდელებისგან განსხვავებით მათი მდგომარეობა დადებითია, სამწვრთნელო შტაბი ყოველდღე დააკვირდება და ორშაბათს "უდინეზესთან" შეხვედრაში ისინი როგორც მინიმუმ განაცხადში იქნებიან.

20 წლის გოგლიჩიძემ ჩემპიონატის 9 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. "ემპოლი", რომელიც 15 ქულით მეათე ადგილზეა, 25 ნოემბერს სერია A-ს მეცამეტე ტურში"უდინეზეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებს გისურვებთ, საბა! სამაგალითო ყმაწვილი ხარ, ასევე გააგრძელე. ჭირდები ქვეყანას, ნაკრებს! ბევრი სიხარულის მონიჭება შეგიძლია ერისთვის!
alexandre
10:21 22-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული