ზივზივაძემ მეცხრე გაიტანა - "კარლსრუე" ბუნდესლიგისკენ დაიძრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „გროიტერ ფიურტი“ 3:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ, დიდი ძალებით შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს: ჯერ ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში გაათანაბრა. მერე ზივზივაძის წამოწყებული კონტრშეტევა ბამბასე კონტემ დააგვირგვინა, ცოტა ხანში მეკარე ნაუელ ნოლის შეცდომით ფაბიან შლეიზენერმა ისარგებლა და მისი კარი დალაშქრა, ხოლო „გროიტერ ფიურტმა“ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა.

ბუდუ 90+3-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში კი ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 8.4. sofascore 7.5, flashscore 7.5.

ქართველი ფორვარდი 9 გატანილი გოლით ისაკ
ლიდბერგთან (დარმშტადტი) ერთად ჩემპიონატის ბომბარდირია.

„კარლსრუე“ 23 ქულით მეორე ადგილზეა და 1-ელ დეკემბერს „ჰამბურგს“ მიიღებს.

ფიურტი. „შპორტპარკ რონჰოფი“
გროიტერ ფიურტი - კარლსრუე 2:3
გოლები: 1:0 ჰრგოტა (20), 1:1 ზივზივაძე (46), 1:2 კონტე (73), 1:3 შლეიზენერი (79), 2:3 ბანსე (83)

altბუდუმ გაიტანა - "კარლსრუემ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
მალაძემ ერთ შეხვედრაში ორი ისეთი გოლი გაიტანა, იტალიის ნაკრებს მოავებია
ბუნდრა
00:12 06-12-2024
0
რამდენსაც არ უნდა მიაღწიოს ქსრთველმა გახსოვდეთ კალაძემ მოიგო ორი ვემპიონთა ლიგა და ვერავინ აჯობებს
გიო
10:03 24-11-2024
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული