მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში მომენტი გიორგი ჩაკვეტაძესაც ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა, შესვენების შემდეგ კი მისი პასით რაიან ენდრიუსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 7.3, flashscore 7.1, whoscored 7.0. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
„უოტფორდი“ 29 ქულით მეხუთე ადგილზეა და 30 ნოემბერს „ქუინზ პარკს“ მიიღებს.
უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“
უოტფორდი - ბრისტოლი 1:0
გოლი: ენდრიუსი (53)
ჩაკვეტაძემ 74 წუთი ითამაშა - "უოტფორდმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა