La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია და "ნაპოლი" ახალ კონტრაქტზე ამ მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ხელფასი არაა

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლი" და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ახალ კონტრაქტზე ერთი მთავარი მიზეზის გამო ვერ თანხმდებიან და ეს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა.

წყაროს ცნობით, ქართველის მხარეს გამოსასყიდ თანხად 80 მილიონის ჩაწერა სურს, დე ლაურენტისი კი 100 მილიონზე ნაკლებზე არაა თანახმა.

La Gazzetta dello Sport წერს, რომ მოლაპარაკებებში მთავარი პრობლემა სწორედ ესაა და არა ის, რომ "პარტენოპეი" ფეხბურთელს მოთხოვნილზე ნაკლებ გასამრჯელოს სთავაზობს.

ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, კვარაცხელიას სახელზე კი პსჟ-ისა და უკვე "მანჩესტერ იუნაიტედსაც" აქტიურად უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 18 /
უკვე მეცინებ კვარაზე დაბოღმილ ლუზერებზე. კაცს 100 მილიონად აფასებს ნაპოლი და ესენი რუბინში დაბრუნებაზე წერენ :-) ბიჯო, სიგარეტის ფული დღესაც არ დაგვიტოვა ცოლმა, თუ რამ გაგაბოროტა?
გიორგი
20:41 27-11-2024
3
ეს ამხელა ბიზნესმენი კაცი რატომ ვერ ხვდება, რომ თუ 2027 წლამდე დარჩება ხვიჩა მასთან, თვითონვე აურელიო ზარალში აღმოჩნდება.ვერც 80-ს და ვერც 100-ს ვეღარ მიიღებს. იცის რომ თუ 80-ს ჩაუწერს კონტრაქტში უამრავი მსურველი გამოუჩნდება და დაკარგავს. მოქმედებს პრინციპით როცა გაყიდვა არ მინდა დავადებ ფასს ისეთს, რომელსაც არავინ იყიდის. ბიზნესმენებში მოსულა ეგეთი ახირებები, მაგრამ ბაზრის ფასს არ უნდა გასცდე. ეგ დაუწერელი კანონია .
დავით 67
18:29 27-11-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული