"კვარას" ვანიასთან არ უჭირს - კარგ ხასიათზე მყოფი ქართველების მატჩები...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" რთული მეტოქეები მაქსიმალური წარმატებით დაძლია და იტალიის ჩემპიონატის მე-14 ტურს კვლავ ლიდერის რანგში შეხვდა. ეგაა, ცხრილში სერიოზული სიმჭიდროვეა. "ლაციო" (შინ. იქამდე თასზე სტუმრობა), "უდინეზე" (სტუმრად), "ჯენოა" (ს), "ვენეცია" (შ. მე-18 ტური) - ესაა მატჩები, რომლებსაც ნეაპოლებები წლის ბოლომდე ჩაატარებენ, მანამდე კი "სტადიო ოლიმპიკო დი ტორინოზე" (28 177 მაყურებელი) "ტორინოს" ესტუმრებიან - კვირას, 1-ელ დეკემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე.

ტურინელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, ახლა კი ცუდი პერიოდი უდგათ, თასის ჩათვლით, უკანასკნელ 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ. სტარტზე აქ საბა
საზონოვი იყო, რომელმაც შემდეგ "ემპოლის" რიგებში მძიმე ტრავმა მიიღო.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ტორინოს" სერბი მეკარის, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩის კარი პირველივე დაპირისპირებაში აიღო, როცა ზელინსკიმ გაატანინა; მეორე წრეში "კვარამ" პენალტი ზუსტად შეასრულა, ნდომბელეს კი ფენომენალური საგოლე პასი გაუკეთა. აი, გასული სეზონი წარუმატებელი იყო,
"ნაპოლი" ჯერ დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა. აქ კვარაცხელია - საზონოვის დუელიც შედგა; 8 მარტს ქართველმა ფეხბურთელმა მარიო რუის პასით ანგარიში გახსნა, თუმცა გუნდმა ეს შედეგი მაინც ვერ შეინარჩუნა. 4 მატჩი, 3 გოლი, 1 შედეგიანი პასი - ხვიჩას მომავალ მოწინააღმდეგესთან კარგი სტატისტიკა აქვს, ბევრისთვის უხერხული მეკარის, ვანიას კარის აღება კი არ უჭირს.

ტურინელთა კრიზისი დუვან ზაპატას ტრავმას დაერთო. 33 წლის კოლუმბიელმა ფორვარდმა
მანამდე 3 გოლის გატანა შეძლო. ნეაპოლელების მთავარი პრობლემა ფლანგებზე სათანადო კონკურენციის არარსებობაა, სპინაცოლას ტრავმა ოლივერას უალტერნატივოს ხდის, სამმცველიან ტატქიკაზე უარის თქმის შემდეგ კი გუნდი ვერც მაცოკის იყენებს. რომელუ ლუკაკუ კვარაცხელიას გოლების რაოდენობით (5) დაეწია, ბელგიელს 4 საგოლე პასი აქვს (ხვიჩას - 2). შესაძლოა, ანტონიო კონტეს ტაქტიკა და მასში ჩვენებურის როლი არ მოგვწონდეს, თუმცა გუნდის შედეგები აშკარად მოწონებას იმსახურებს. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება...

მატჩის მთავარი მსაჯი მიხაელ ფაბრი (8 დეკემბერს 41 წლის ხდება) იქნება. ის "ტორინოს" სულ ცოტა ხნის წინ, "რომასთან" მოემსახურა. ესაა არბიტრი, რომელმაც სერია "ა"-ში კვარაცხელიას პირველი შეხვედრა (ვერონასთან) განსაჯა. ის ნეაპოლელებისა და "კვარას" დაპირისპირებას კიდევ ერთ ტურინულ გუნდთან, "იუვენტუსთანაც" უძღვებოდა.

Sportall.Ge

კვირას კარგ ხასიათზე მყოფი ქართველები ითამაშებენ. საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძის "ლიონისა" და "ნიცას" შეხვედრას (20:00 სთ) გამოვარჩევთ. ეს გუნდები სამეულისთვის იბრძვიან. ქართველმა თავდამსხმელმა ევროპა ლიგაზე დუბლი შეასრულა და მშვენიერ განწყობაზეა. კარგად გამოჩნდა, მას რაც უფრო ენდობი, უფრო შედეგიანია.
მიქაუტაძემ პირველი როგორიც გაიტანა, ასეთ ეპიზოდებს უნდა ვუქმნიდეთ ნაკრებში - ჩაჭრეს, სწრაფად წამოიღეს და დაბალი პასი მისცეს, მეორე გოლისას კი უმაღლესი კლასი გამოავლინა.

შუა კვირაში საგოლე პასი შეასრულა გიორგი ქოჩორაშვილმა. ესპანურ "ლა ლიგაში" დაწინაურებისთვის მებრძოლი მისი "ლევანტე" კი კვირის ბოლო დღეს "ბურგოსს" (21:30 სთ) დაუხვდება.

რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუეს", გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მეორეადგილოსნებს სახელოვანი მოწინააღმდეგე ჰყავთ - "ჰამბურგი". ეს შეხვედრა 1-ში ჩვენი დროით 16:30 საათზეა ჩანიშნული. ბუდუმ წინა ტურშიც გაიტანა და მის ანგარიშზე 9 გოლი, 3 საგოლე პასია.

alt"ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი მაინც" - კონტემ დე ლაურენტისს სასურველი მოთამაშეები დაუსახელა

altმიქაუტაძის დუბლი - "ლიონმა" ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარა ვანია მოწინააღმდეგე გუნდში გყავს ერთი და ისიც ტორინოს სახელით. ვანიები ყავს შენს სამშობლოს მტრები მთავრობაში და პარლამენტში. დიდ განსაცდელშია ჩვენი სამშობლო. ყველამ ის უნდა გავაკეთოდ რაც შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის. შენც და ბიჭებმაც უარი უნდა თქვათ ნაკრების სახელით თამაშზე, სანამ ოკუპირებული ვართ რუსული დესანტი ქოცნეთის მიერ. სამშობლო უპირველს ყოვლისა. შენ და ბიჭები თუ ეღირსეთ ევროპის სიკეთეს, მომავალი თაობაც ღირსია იგივეს მიაღწიონ. მჯერა რომ ქართველი ერის გცერდში დადგებით და იტყვით თქვენ სათქმელს. ახლა გაჩუმება ღალატის ტოლფასია. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ევროპულ საქართველოს.
G.LA
12:52 29-11-2024
66
გამოდი ყაველ-III, გიცანით. ))) კვარა ჩმორია და თქვენ კაცები? ))))))))))))))))))))))) 20 წლის ბიჭის სახელს უცხოტომელები თავიანთ შვილებს არქმევენ, თქვენს სახელებს როგორ მოიხსენიებს თქვენივე შთამომავლობა, მაგაზე დაფიქრდით.....))))
III-ს
17:10 29-11-2024
10

სიახლეები პოპულარული