მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა - პირველ ტაიმში სტუმრები დაწინაურდნენ. 89-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. 90+9-ე წუთზე ერაყულ გუნდს ისევ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს. ბოლოს კი გველესიანმა გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Flashscore 8.3, Sofascore 7.9. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 2 გოლია.
„პერსეპოლისი“ დასავლეთ ჯგუფში 6 ქულით მეექვსე ადგილზეა და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 4 თებერვალს საუდის არაბეთში „ალ ჰილალთან“ ჩაატარებს.
როგორ მოკლეა ადამინაის, და განსაკუთრებით ქათველის მეხსიერება. მოგვენატრა 90-იანები და შემდგე კიდევ მომდევნო "იანები". რა კარგი იყო უმიზნო სროლები ("პერესტრელკები"), "აბლავები", სიბნელე, სიცივე, უდენობა, უგაზობა, შეძის "ფეჩები"., "დუბლიონკები" ნავთის სუნი, "კერასინკები", " რიგები ღამით, ტალონები, "საფურაჟე პური, ქოქოსის მარგარინი, ნულოვანი კუპონები და ა.შ.
როგორი ტკბილი იყო დაპირებები დახმარებაზე, ვადაგასული და ტოქსიკური ჰუმანიტარული სურსათი და აღურიცხავი გრანტები, რაც ახლაც აწევს ბიუჯეტს ვალად. რა ტკბილი იყო ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ, რაც არ გვახსენდება.
მოდით ყველამ ერთად გავიხსენოთ ჩვენი იგავმუწვდომელი წარსული და კიდევ ერთხელ - ერთად დავტკბეთ იმ პერიოდის ყველა სიხარულით>
ყველამ ერთად შევძახოთ - გაუმარჯოს ჩვენს ოქროსხანას - ბრწყინვალე 90-იანებს! დაგციბრუნეთ და მარადჟამს დაგვიტოვეთ ჩვენც და ჩვენს შემდგომ თაობებსაც - აწ და მარადის!