კონტე კვარაცხელიას "ლაციოსთან" პირველ მატჩში არ ათამაშებს?

AutoSharing Option
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას აქებს, წერენ, რომ ისევ თავის დონეზე იასპარეზა, თამაშს მუდმივად ამწვავებდა და სკოტ მაკტომინეის მიერ გატანილ გოლში მისი წვლილი დიდია. თუმცა, კვარაცხელია მომდევნო შეხვედრაში, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

"ნაპოლის" "ლაციოსთან" ზედიზედ ორი დაპირისპირება ელის - 6 დეკემბერს თასის 1/8-ფინალში რომში და 8 დეკემბერს სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში სახლში. მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როტაციას მიმართავს და "ოლიმპიკოზე" განსხვავებულ სასტარტო შემადგენლობას გაიყვანს.

Tuttonapoli-ს ცნობით, კონტე რამდენიმე ფეხბურთელს და მათ შორის კვარაცხელიას დაასვენებს (საჭიროების შემთხვევაში
შეცვლაზე შეუშვებს), რათა "დიეგო მარადონაზე" მატჩისათვის ისინი უკეთეს მზადყოფნაში იყვნენ.

ნეაპოლური გუნდის სავრაუდო შემადგენლობა "ლაციოსთან" პირველ შეხვედრაში: კაპრილე, დი ლორენცო, რაფა მარინი, ბონჯორნო, სპინაცოლა, ფოლორუნშო, გილმორი, მაკტომინეი, ნგონჟი, სიმეონე, ნერესი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვე კვარას მტრებო ბუზებო, სად დაიღალა და ორ დღეში რო ისევ ლაცოისთან თამაში აქვს ვერ ხედავთ, მარა თქვენ რას დაინახავთ, ერთ ადგილას შედებულ ჩიტს ვერ გრძნობთ თქვე ტლუებო!
დათა თუთაშხია
11:27 03-12-2024
2
საინტერწსოა სად გადაიღალა საერთოდ ნაპოლი, მე შენ გეტყვი და ჩ/ლიგას,ეუროპა ლიგას ან კომფერეც ლიგაზე უწევს თამაში, წინა ტურშიც მაჩანჩალა ტორინოსთან მორიგი უსახური თამაში ჩაატარა ....თუმცა წინასწარ გაპრავება ყველაფრის შეიძლება, მათ შორის კვარას სათადარიგოში დატოვება, მაგრამ ხომ ყველა ხედავს, ბოლო თამაშები არ არის მისთვის საუკვეთესო, თვითონ ამ გამოცემამ-ტუტონაპოლი, ვინც ამ ნიუსს ავრცელებს ტორინოსთან კვარას თამაში 6,0-ით შეაფასა-საშუალოზე მიახლოვებული ნაპოლის შემადგენლობაში...
შულაია
10:04 03-12-2024
40

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული