რა უნდა მიქაუტაძეს სათადარიგოებში - შევიდა და თქვენი მოწონებული გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეთოთხმეტე ტურში „ლიონმა“ გასვლაზე „ანჟე“ 3:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე 67-ე წუთზე შევიდა შეცვაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო. ჯერ მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, შემდეგ კი მეურვეებს გაექცა და მეტოქის კარი დალაშქრა. ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მესამე გოლია.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.8, whoscored 7.6, sofascore 7.3.

„ლიონმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 25 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს, ევროპა ლიგაზე ფრანკფურტში „აინტრახტთან“ ჩაატარებს.

ანჟე. „რაიმონ კოპა“
ანჟე -
ლიონი 0:3

გოლები: 0:1 ტალიაფიკო (26), 0:2 შერკი (55), 0:3 მიქაუტაძე (88)

alt"ლიონმა" მიქაუტაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მკითხველის კომენტარები / 17 /
Evropwshi gazrdili roa etyoba problemebi da carunatebloba ar ashinebs piriqit adzilierebw . Chventan bavshobidan fsiqologiurad anadgureben da ungreveb fsiqikas
Lasha
13:47 08-12-2024
1
ფეხბურთი და სპორტი ერთადერთი რამ იყო რაც გვაერთიანებდა. ესეც თუ ჩამოიშალა წასულია ჩვენი საქმე. გევედრებით ნუ ტენით აქაც პოლიტიკას, სატკივარი ისეც ბევრი გვაქ.
ძველი ემიგრანტი
12:03 08-12-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული