"ან გამოხატოს მადლიერება დე ლაურენტისისადმი, ან საუდის არაბეთში წავიდეს" - იტალიელი საფეხბურთო აგენტის რჩევა კვარაცხელიას

AutoSharing Option
"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ახალ ხელშეკრულებაზე ჯერჯერობით ვერ უთანხმდება. იტალიური პრესის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები შეჩერებულია და შეთანხმების მიღწევას სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულში შეეცდებიან.

საფეხბურთო აგენტმა ვინჩენცო მორაბიტომ Radio Marte-სთან ინტერვიუში ქართველი გააკრიტიკა და ურჩია, რომ დე ლაურენტისის შეთავაზებულ პირობებს დათანხმდეს.

"მაქვს თუ არა რაიმე ინფორმაცია "კვარას" კონტრაქტის თაობაზე? იმედი მაქვს შეთავაზებას დათანხმდება და ახალი პროექტის მთავარი სახე იქნება. კონტე ყველა ფეხბურთელს უკეთესს ხდის და აუმჯობესებს, "ნაპოლი" სკუდეტოს მოსაგებად მუდამ იბრძოლებს. 

თუ ქ
ართველს მხოლოდ ფული აინტერესებს, მაშინ საუდის არაბეთში უნდა წავიდეს. არ მგონია რომ მხოლოდ ანაზღაურებაზე ფიქრობდეს, ამიტომ დე ლაურენტისის მიმართ მადლიერება უნდა გამოიჩინოს. 

არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კლუბმა ბიუჯეტი უნდა დააბალანსოს, ამის საუკეთესო მაგალითი "ლიონია", რომლებმაც თანხა არამიზნობრივად დახარჯეს და დღეს 500 მილიონის ვალდებულება გააჩნიათ", - განაცხადა მორაბიტომ.

alt"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

altქართველების უსიამოვნო კომენტარები კვარაცხელიას ტრავმაზე და რას იზამს "ნაპოლი" ხვიჩას გარეშე...
 

მკითხველის კომენტარები / 36 /
ბებიაშენი გაუშვი ვინჩენცო ,,ვიღაც ქართველმა ბიჭმა,, ფეხქვეშ ამოგიდოთ,ჰო ბოღმა ოხერია ბერავს)),ისე ამ ბოლო დროს რაღაც გაბერილი მეჩვენები ))))))
სვანსკი
05:04 18-12-2024
0
ბიჭი შაურმის ფულად თამაშობდა და ჩემპიონები გახდით ერთი ვარსკლვავი კი გაუშვი თურქეთში იმერელი თავადის არიყოს არ ვიტყვი რად ახალა ხვიჩას მიადექით.
მოსწხონელი
07:56 15-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული