"კვარა" თუ ნერესი? - კონტემ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
ნეაპოლური მედია „უდინეზესთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (3:1), „ნაპოლის“ გარემარბის დავიდ ნერესის კარგ თამაშს აღნიშნავს. მაგალითად, spazionapoli წერს, რომ ბრაზილიელმა ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად იასპარეზა, შანსი გამოიყენა, რამეთუ მოედანზე ქართველისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებდა და სოციალურ ქსელებში კამათი მიმდინარეობს, მომავალში რომელი უნდა დააყენოს მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში.

Areanapoli-მ დავიდის გარჯას ფენომენალური უწოდა, რომ მან ყველას თავისი მოქმედებებით საუკეთესო პასუხი გასცა, რამეთუ დაპირისპირებისას თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვან მომენტში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კონტეს კითხვა დაუსვეს - შეგვიძლია თუ არა წარმოვიდგინოთ
„კვარა“ და ნერესი ერთად სასტარტოში? ხაზგასმულია, რომ „ნაპოლის“ თავკაცის პასუხი ხვიჩასადმი მკაფიო გზავნილი გახლდათ:

„დავიდს ხშირად „კვარას“ და პოლიტანოს ვამჯობინებდი. მან ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა დაიმსახურა და ეს ყველასათვის გაფრთხილება უნდა იყოს. ეს ბიჭი ბევრს ვარჯიშობდა, გაიუმჯობესა ფიზიკური მომზადება და დაცვასაც ეხმარებოდა. ჩენს გუნდში წინასწარ განსაზღვრული არაფერია. მომავალში ითამაშებს ის, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება და ამას დაიმსახურებს. თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ყველას აქვს“.

altროგორი შეფასებები მიიღეს "ნაპოლის" ფეხბურთელებმა "უდინეზესთან" მატჩში?

altხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "უდინეზეს" თამაში შემოუტრიალა

მკითხველის კომენტარები / 29 /
მოიცადეთ ჯერ, სულ მალე ჩაისვრით კვარას გარეშე, სუუულ მალე.
ბმბ
13:53 16-12-2024
0
სისულელეს რომ წერთ ზოგიერთები, როგორ ვერ ხვდებით,რომ გაიძახით კარგია თუ ის ბრაზილიელი ნერეში მაგრად ათამაშდება და კვარას ამოაგდებსო,რადგანაც მას იოლად შეელევიან და ტოპ გუნდში გაყიდიანო, ვერ ხვდებით რომ თუ ის შემადგენლობიდან ამოვარდება და იმასთან მიახლოებით მაინც არ ათამაშთება, როგორც საჩემპიონო სეზონის პირველ ნახევარში,რომელი ტოპ გუნდი იყიდის და გადაიხდის ათეულობით მილიონს-ურჩევნიათ 19 წლის ნერეში იყიდონ და არა 24 წლის კვარა. ასე რომ ახლა კვარაზე იქნება დამოკიდებული, გამოჯამრთელობის შემდეგ რამდენად შემართებით დაბრუნდება, ამასთან იმედია ნაპოლიც და მერეშიც წაიტეხავს კისერს შემდეგ თამაშებში და მერე ვნახავ კონტეს ყურებჩამოყრილს ისე,როგორც უდინესთან პირველი ტაიმის შემდეგ იყო.
leqso
22:44 15-12-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული