"კვარა" თუ ნერესი? - კონტემ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
ნეაპოლური მედია „უდინეზესთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (3:1), „ნაპოლის“ გარემარბის დავიდ ნერესის კარგ თამაშს აღნიშნავს. მაგალითად, spazionapoli წერს, რომ ბრაზილიელმა ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად იასპარეზა, შანსი გამოიყენა, რამეთუ მოედანზე ქართველისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებდა და სოციალურ ქსელებში კამათი მიმდინარეობს, მომავალში რომელი უნდა დააყენოს მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითად შემადგენლობაში.

Areanapoli-მ დავიდის გარჯას ფენომენალური უწოდა, რომ მან ყველას თავისი მოქმედებებით საუკეთესო პასუხი გასცა, რამეთუ დაპირისპირებისას თავისი გუნდისთვის მნიშვნელოვან მომენტში გადამწყვეტი როლი შეასრულა.

შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კონტეს კითხვა დაუსვეს - შეგვიძლია თუ არა წარმოვიდგინოთ
„კვარა“ და ნერესი ერთად სასტარტოში? ხაზგასმულია, რომ „ნაპოლის“ თავკაცის პასუხი ხვიჩასადმი მკაფიო გზავნილი გახლდათ:

„დავიდს ხშირად „კვარას“ და პოლიტანოს ვამჯობინებდი. მან ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა დაიმსახურა და ეს ყველასათვის გაფრთხილება უნდა იყოს. ეს ბიჭი ბევრს ვარჯიშობდა, გაიუმჯობესა ფიზიკური მომზადება და დაცვასაც ეხმარებოდა. ჩენს გუნდში წინასწარ განსაზღვრული არაფერია. მომავალში ითამაშებს ის, ვინც უკეთეს ფორმაში იქნება და ამას დაიმსახურებს. თავის წარმოჩენის შესაძლებლობა ყველას აქვს“.

altროგორი შეფასებები მიიღეს "ნაპოლის" ფეხბურთელებმა "უდინეზესთან" მატჩში?

altხვიჩას გარეშე - "ნაპოლიმ" "უდინეზეს" თამაში შემოუტრიალა

მკითხველის კომენტარები / 29 /
რას ერჩით ნერეშს,კარგი ფეხბურთელია,მონდომებული,ითამაშოს,ღმერთმა ხელი მოუმართოს,კონკურენცია თუ იქნება კვარასა და ნერეშს შორის,ცუდი ნამდვილად არ იქნება,პირიქით უფრო გაძლიერდებიან და რომელიც უფრო უპირატესი იქნება მას დააყენებენ სასტარტოში.
ისე უყურე ამ თამაშს და რომ ვთქვა დედა ეს რა ვნახე და რას უყურეო ასეთი არაფერი ყოფილა,ნერეში ძალიან მონდომებულია,კარგი საშუალომდე ფეხბურთელია,მაგრამ ნიჭით,ტალანტით ვერ გამოირჩევა,ეტყობა თავდაუზოგავად ვარჯიშობს.წარმატებები,პირველ რიგში ნამდვილ, ნიჭერ ტალანტს,ჩვენ ოქროს ბიჭს ხვიჩას და წარმატებები ნერეშსაც,ღმერთმა ორივე კარგად ამყოფოს.
ნიანია ბაკურიანი
18:37 15-12-2024
0
30 წლიანი ლოდინის შემდეგ მოგებული სკუდეტო კვარას, ოსიმენის და მწვრთნელის დამსახურებაა. კვარას არ დაუფასეს. ოსიმენმა და სპალეტიმ თავს უშველეს.
რა ხდება
12:15 15-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული