ჩაკვეტაძის შეძენის სურვილი პრემიერლიგის სამმა კლუბმა გამოთქვა - უღირს ქართველს გუნდის გამოცვლა?

AutoSharing Option
Goodison News-ი Football League World-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ევერტონი“ „უოტფორდის“ შემტევით, გიორგი ჩაკვეტაძით დაინტერესდა და უკვე იანვარში მისი შეძენის სურვილი აგრეთვე „ლესტერს“ და „ვულვერჰემპტონს“ აქვთ.

აღნიშნულია, რომ ჩაკვეტაძემ სექტემბერში „უოტფორდთან“ კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა, კლუბი ძვირად დააფასებს, რამაც შეიძლება მისი მსურველები დააფრთხოს, რომლებიც პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. მით უმეტეს, თავად ტომ კლევერლის გუნდს აქვს უმაღლეს დივიზიონში აღზევების შესაძლებლობა.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად დაბალი შედეგიანობისა, 25 წლის ქართველი შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევა, ჩინებულ ფორმაშია, შესანიშნავ სეზონს ატარებს, კარგი დრიბლინგის მქონეა, ჩემპიონშიფში ერთ-ერთი
საუკეთესოა, გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელია და საქართველოს ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზეც გამოიჩინა თავი.

ხაზგასმულია, რომ ადრე „სანმა“ დაასახელა თანხა, რომელსაც "უოტფორდი"გიორგის სანაცვლოდ მოითხოვს - 20 მილიონი ფუნტი.

alt"უოტფორდის" გამარჯვება და ჩაკვეტაძის მაღალი შეფასებები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩაკვემ ბევრი უნდა იმუშაოს დარტყმებზე ! რამდენი შემთხვევა იყო ძალიან ლამაზი გოლები უნდა გაეტანა მაგრამ ააცილა. განსაკუთრებით ზემოდან სცდება მისი დარტყმები კარს არ ვიცი ბარიერით მაინც ივარჯიშოს დარტყმებში რომ ცოტა დაბლა წავიდეს ბურთი. დარტყმას თუ გამოასწორებს მართლა საუკეთესო იქნება მის ადგილზე !
zura222
13:46 18-12-2024
0
არ დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ სულ ცოტა ხნის წინ კლუბმა ჩვენებურს 5 წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი და ამას შინაარსად ის აქვს , რომ მარტივად მას არ და ვერ შეელევა. არც თავად ჩაკვე იჩქარებს და მინიმუმ სეზონის დასრულებას დაელოდება, რადგან მისი კლუბი პრემიერ ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. თუ ვოტფორდი პრემიერლიგაში ამაღლდა მომავალ სეზონში, მას აუტსაიდერში გადასვლა აღარ დაჭირდება და თუ რომელიმე გრანდი მოისურვებს მის გაფორმებას ფასი კი იცით - დაახლოებით 20 მილიონი ევრო, რაც ინგლისში სულაც არაა კოლოსალური თანხა და რომელსაც სურვილის შემთხვევაში ტოპ 10 ის ნებისმიერი გუნდი გადაიხდის იმ შემთხვევაში თუ ჩაკვე პრემიერლიგაშიც იტყვის საკუთარ სიტყვას. თუ ვოტფორდი ჩემპიონშიფში ჩარჩა ჩაკვეს ნამდვილად მოუწევს აბარგებაზე ფიქრი და ასეთ შემთხვევაში მას კლუბიც შედარებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ შეელევა, რომელსაც უკვე პრემიერლიგაში მოასპარეზე ნებისმიერი კლუბი გაწვდება. მუშაობას თუ განაგრძობს მსგავს რეჟიმში და ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს, ვფიქრობ აუტსაიდერში კი არა, ტოპ 10 ის რომელიმე კლუბშიც მოხვდება, რადგან ინგლისში მისი ყაიდის ფეხბურთელი ბევრი ნამდვილად არაა. დაცვაში და თავდასხმაში თანადბრად ეფექტურია და გოლების გატანაც თუ დაიწყო და ტაციაობა წავა დამიჯერეთ.
ABARA
12:30 18-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული