მიქაუტაძე ავადმყოფობის გამო ხვალ ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
lyonfoot-ის ცნობით, "ლიონის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ავადაა და 21 დეკემბერს საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში რანგით მეოთხე დივიზიონის „ფენი ოლნუასთან“ სტუმრად ვერ ითამაშებს.

მიქაუტაძემ ავადმყოფობის გამო კლუბის მაღაზიაში საქველმოქმედო სოლიდარობის ღონისძიებაში გულშემატკივრებთან შეხვედრა ვერ შეძლო. ქართველმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გრიპი აქვს, არ უვარჯიშია და ფანებთან მომავალში შეხვედრის იმედი აქვს.

"ოლიმპიკის" მწვრთნელმა პიერ საჟმა ferveurlyonnaise-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გიორგიმ ვარჯიშები გამოტოვა და „ფენი ოლნუასთან“ თამაშს ვერ შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული