ზივზივაძემ გოლით და საგოლე გადაცემით "კარლსრუეს" გამარჯვება მოაპოვებინა და გაალიდერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის მეჩვიდმეტე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „პადერბორნი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები ბუდუ ზივზივაძის პასით ვეტერანმა მარჯვენა მცველმა სებასტიან იუნგმა დააწინაურა. შემდეგ კი ზივზივაძემ მეკარე მარკუს შუბერტს ბურთი აართვა და ანგარიში გაზარდა. თუმცა, შესვენებაზე გასვლის წინ მასპინძლებმა პენალტით სხვაობა შეამცირეს. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, „კარლსრუე“ რამდენიმეჯერ გადაარჩინა მეკარე მაქს ვაისმა. „პადერბორნს“ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. კიდევ ერთი მომენტი ბუდუმ შექმნა, როდესაც პარტნიორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან ვერ გაიტანა.

ზივზივაძე 90+2-ე წუთზე შეცვალეს და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: sofascore 9.0, whoscored
8.4, flashscore 8.1.

ქართველის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია. ბუდუს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გავრცელებული ინფორმაციით შეიძლება იანვარში გაასხვისონ.

„კარლსრუე“ 29 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 19 იანვარს გასვლაზე „ნიურნბერგთან“ ჩაატარებს.

პადერბორნი. „დელუქსე არენა“

პადერბორნი - კარლსრუე 1:2
გოლები: 0:1 იუნგი (16), 0:2 ზივზივაძე (34), 1:2 ობერმაირი (45, პენ)

მკითხველის კომენტარები / 7 /
მხოლოდ ჩვენთან - უყურეთ ხმის გარეშე და ამით დასაჯეთ ის ხალხი, ვინც საერთოდ არ უყურებს
ზვიადი
21:36 21-12-2024
2
აუ, რა ჭ კლასის გოლები გადის ამ მეორე ბუძღესლიგაში და თან, რამდენი :D
Miqautadze
21:35 21-12-2024
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული