გოგლიჩიძემ ბევრი იბრძოლა და ტრავმა მიიღო - "ემპოლი" დაძაბულ შეხვედრაში "ატალანტასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ატალანტასთან“ 2:3 დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა: სტუმრები კოლომბომ დააწინაურა, კეტელარემ კი ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მასპინძლებმა კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, როდესაც ჯიმსიტის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. თუმცა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ლუკმანმა ძანიოლის ჩაწოდებულ ბურთზე გოგლიჩიძეს და გრასის დაასწრო ბერგამოელები მაინც გაიყვანა წინ.

„ემპოლი“ არ დანებდა და გრასის მოპოვებული პენალტით ესპოზიტომ თანაფარდობა აღადგინა. გოგლიჩიძე უმეტესად ლუკმანს მეურვეობდა, მოვალეობას თავი ურიგოდ როდი გაართვა და ნიგერიელი 70-ე წუთზე მწვრთნელმა გასპერინიმ სამარჯიჩით შეცვალა. მე-80 წუთზე საბა მეორე
სართულზე ბურთზე ბრძოლაში თანაგუნდელ ისმაილისთან შეჯახებისას დაშავდა და მოედანი თავისი ფეხით დატოვა (მარიანუჩიმ შეცვალა). ცოტა ხანში კეტელარემ დუბლი შეასრულა და „ატალანტას“ გამარჯვება მოუპოვა.

ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 6.8, sofascore 6.7, whoscored 6.6.

„ატალანტა“ 40 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ნაპოლის“ 2 ქულით უსწრებს და 28 დეკემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება. „ემპოლი“ 19 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და იმავე დღეს „ჯენოას“ მიიღებს.

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“
ატალანტა - ემპოლი 3:2
გოლები: 0:1 კოლომბო (13), 1:1 კეტელარე (34), 2:1 ლუკმანი (45+1), 2:2 ესპოზიტო (57, პენ), 3:2 კეტელარე (86)

altკვარაცხელიას და გოგლიჩიძის ღირებულება გაიზარდა - სერია A-ს სიმბოლური ფასების მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ბევრ ტრამვას იღებს, უკვე სამჯერ შეცვალეს ტრამვის გამო ამ სეზონში, მემგონი მეტისმეტია 14 მატჩში, ისე ცუდად არ გამოიყურებოდა ნაღდად.
Givi
23:15 22-12-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული