წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" "კვარას", მარკუს რაშფორდისა და რაფა ლეაოს შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მათგან ერთ-ერთის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრანსფერი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებზე იქნება დამოკიდებული.
ჯერჯერობით უცნობია, აწარმოებენ თუ არა "ლურჯ-ბროწეულისფერები" მოლაპარაკებებს მოთამაშეების წარმომადგენლებთან ან კლუბებთან.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები ახალ კონტრაქტზე მუშაობენ.
Corriere dello Sport-მა კონტესთვის პოლიტანოს, კვარაცხელიას და ნერესს შორის ხელშეუხებელი დაასახელა