Il Mattino : ხვიჩას ღირებულება შეიძლება შემცირდეს - დე ლაურენტისი შეშფოთებულია

AutoSharing Option
იტალიური მედია და ჟურნალისტები „ნაპოლის“ ბოლო მატჩებში გამარჯვებების მოპოვების მთავარ შემოქმედად დავიდ ნერესს მიიჩნევენ, რომელიც მათი აზრით, მეტოქეთათვის ხვიჩა კვარაცხელიაზე არაპნოგნოზირებადი ფეხბურთელია და ბრაზილიელით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ამ დროს ისევ პრობლემად რჩება კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება.

Il Mattino წერს, რომ ნეაპოლური კლუბი შეშფოთებულია და პასუხის მოლოდინშია: „გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი უკანასკნელ 18 თვეში არასტაბილურად თამაშობდა და მხოლოდ ნაწილობრივ აჩვენებდა თავის უზარმაზარ ნიჭს. ისტორიული სკუდეტოს შემდეგ, ძველებურად არ ბრწყინავს. ის კლუბის ხელმძღვანელობას მალე შეატყობინებს, როდის იქნებიან მისი აგენტები ნეაპოლში, რათა კონტრაქტის გაგრძელებასა და წლიური
გასამრჯელოს 5.5 მილიონ ევრომდე მომატების შეთავაზებაზე გასცენ პასუხი. მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, რაც მეტი დრო გადის, უფრო დიდია რისკი იმისა, რომ თუ თანამშრომლობა არ გაგრძელდება, ზაფხულში „კვარას“ გაყიდვაზე დაფიქრდნენ.

შექმნილი ვითარება არ მოსწონს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, ვინაიდან ამან შეიძლება ქართველის თამაშზე და სატრანსფერო ღირებულებაზე მოახდინოს გავლენა. არაა გამორიცხული, ხელშეკრულების განუახლებლობის შემთხვევაში, ხვიჩა ნაკლებად მოტივირებული და ნაკლებად წარმატებული იყოს, რაც სეზონის ბოლოს ფეხბურთელის ფასის შემცირებას გამოიწვევს. დე ლაურენტისს საკითხის დადებითად მოგვარების იმედი აქვს“.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ლაურენტისის შეკვეთილი წერილის თარგმანია
გიორგი
15:22 25-12-2024
2
რავა ოცნებასავით სულ ვიღაცისკენ იშვერს ხელს ეს ლაურენტისი, ყოველთვის ვიღაცაა დამნაშავე.
ეს ვინაა ბლინ
12:08 25-12-2024
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული