პირველი წინადადება უარყოფილია - თურქებს მიქაუტაძის ხელში ჩაგდება ჯერ არ გამოუვიდათ

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს ცნობას, რომ "გალათასარაიმ" "ლიონს" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით მართლაც მიმართა.

თურქული მხარის შეთავაზება 17 მილიონ ევროს პლუს ბონუსები შეადგენდა, რამაც ფრანგები ვერ მოხიბლა. "ოლიმპიკი" სტამბოლელების ამ შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს.

უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია, რომ "გალათასარაი" მოლაპარაკებებში გაუმჯობესებული წინადადებით დაბრუნდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ლიონს" ქართველის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

შეხსენებისთვის, სავარაუდოდ "გალათასარაის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს და მიქაუტაძე მის შემცვლელად მოიაზრება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ეცენ დაანებეთ თავი თვითონაც ამოიღოს ხმა რა გალათასარაი ტოპ 5 ჩემპიონატი
0
გალათასარაი, შანხაი შინხუა და ალ იტიჰადი არ გვინდა რააა...
gionat
16:02 26-12-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული