გერმანული გრანდი და პრემიერ ლიგის კლუბი - მიქაუტაძის მსურველთა რიგები გაიზარდა

AutoSharing Option
Foot Mercato უახლეს ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის მსურველთა რიგები გაიზარდა.

ბოლო დღეებია ჩვენებურის "გალათასარაიში" ტრანსფერზე აქტიურად იწერება, ახლა კი ზემოთ აღნიშნული წყაროს გვამცნობს, რომ ქართველის მიმართ სერიოზულ ინტერესს "ლევერკუზენი" და "ევერტონიც" იჩენენ.

Foot Mercato წერს იმასაც, რომ "ლიონის" დატოვება არც თავად ფეხბურთელს სურს და მიქაუტაძესთან გაშორება არც თავად ფრანგულ გუნდს უნდა.

ადრე სპორტულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგის მიმართ ინტერესი ტურინის "იუვენტუსსა" და "ვესტ ჰემსაც" ჰქონდათ.

მოკლედ, მიქაუტაძეს ბევრი კლუბი აკვირდება, მაგრამ
ოფიციალური წინადადებით (17 მილიონი პლუს ბონუსები) საქმეში მხოლოდ "გალათასარაი" ჩაერთო, თუმცა "ლიონმა" ეს შეთავაზება დაბლოკა.

დღეს კი უკვე ზემოთ ხსენებული 2 ახალი გუნდი გაჩნდა და ვნახოთ, შეიცვლის თუ არა ზაფხულში ქართველი კლუბს...

altპირველი წინადადება უარყოფილია - თურქებს მიქაუტაძის ხელში ჩაგდება ჯერ არ გამოუვიდათ

მკითხველის კომენტარები / 12 /
ალბათ უფრო ევერტონი , გუნდი ყოველთვის საშუალო დონეზეა და მაინც პრემიერლიგაა ბოლობოლო. ლივერკუზენი კია არის მაგარ ფორმაში მაგრამ რამდენად გაქაჩავს თუნდაც მომავალ წელს ეგ არის საქმე.
SSSSSS
11:00 27-12-2024
0
ევერტონს რას ერჩით? ვერც არსენალმა მოუგო,ვერც ჩელსიმ და ვერც სიტიმ.
დავით 67
04:37 27-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული