ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" თამაში შემოატრიალა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის ოცდამესამე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „პორტსმუთს“ 2:1 მოუგო.

„უოტფორდმა“ პირველი ტაიმი 0:1 დათმო, შესვენების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.

მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლი შეფასებები მიიღო: sofascore 7.2, flashscore 7.2, whoscored 6.7.

„უოტფორდს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეექვსე ადგილზეა და 29 დეკემბერს „კარდიფ სიტის“ მიიღებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“. 20 696 მაყურებელი
უოტფორდი - პორტსმუთი 2:1
გოლები: 0:1 სუონსონი (10), 1:1 კაიემბე (57, პენ), 2:1 ვატა
(90+5)

მკითხველის კომენტარები / 9 /
მადლობა ვიდეოსთვის უფროსს ნაჩალნიკს
დათიკო
11:09 27-12-2024
0
აქვე დავამატებდი ბელგიის თამაშების ჩვენებას ან ავსტრიის აჩვენონ ან რავიცი კიდევ უამრავი ქართველია მიმოფანტული ევროპაში... ეს ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავზე, მაგრამ ვერაფრით ვერ ვუყურებ სიტყვაზე ანტვერპენი-ანდერლეხტის თამაშს, რა მუღამია ვერ ვხვდები... და საერთოდ ჩაკვეს თამაშებს იშვიათად აჩვენებენ რატომღაც.
Givi
09:32 27-12-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული