კვერნაძემ "ფროზინონეში" სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია B-ს მეცხრამეტე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვერნაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ჯერ დიდებული დრიბლინგი განახორციელა და ანგარიში გახსნა (ეს ფროზინონეში მისი სადებიუტო გოლია), ხოლო შემდეგ მისი პასით ჯუზეპე ამბროზინომ გაიტანა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ფროზინონე“ 19 ქულით მე-17 ადგილზეა და 29 დეკემბერს სტუმრად „იუვე სტაბიას“ დაუპირისპირდება.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - სალერნიტანა 2:0
გოლები: 1:0 კვერნაძე (63), 2:0
ამბროზინო (85)
გაძევება: გილონე (45+1, სალერნიტანა)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ისე ცოტა ხნის წინ სად თამაშობდნენ ნაკრების ფეხბურთელები?
ტობოლი,რეიმსი,ნიჟნი ნოვგოროდი,ტრენჩინი,ქიშვარდა(უნგრული გუნდია),დიორ ეტო,მეორე ბუნდესლიგის ბოხუმის რეზერვი,კრასნოდარის ფეხბურთელი იყო ყველაზე მაგარი,ოლექსანდრია,ვოევოდინა,ტრირის აინტრახტი..
კიდე გავაგრძელოთ?
ახლა სერია B-ს იწუნებთ,თან ეს ბიჭი ჯერ მხოლოდ ახალგაზრდულშია და რასაც ვუყურე ხორვატიასთან მაგრად ითამაშა,რა გინდათ-ვინც ჯერ კვარას დონეზე არაა სხვა პროფესია მოძებნონ?
Levani
01:28 27-12-2024
1
მეორე წელია კაცი გუნდშია(თან შემტევი) და ახლა გაიტანა სადებიუტო გოლი და ვიძახით ვარსკვლავია, კაით რა.
თედესკო
21:04 26-12-2024
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული