კვერნაძემ "ფროზინონეში" სადებიუტო გოლი გაიტანა და თანაც როგორი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია B-ს მეცხრამეტე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანა“ 2:0 დაამარცხა, მასპინძელთა გუნდის შემტევმა გიორგი კვერნაძემ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

კვერნაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ჯერ დიდებული დრიბლინგი განახორციელა და ანგარიში გახსნა (ეს ფროზინონეში მისი სადებიუტო გოლია), ხოლო შემდეგ მისი პასით ჯუზეპე ამბროზინომ გაიტანა. გიორგის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

„ფროზინონე“ 19 ქულით მე-17 ადგილზეა და 29 დეკემბერს სტუმრად „იუვე სტაბიას“ დაუპირისპირდება.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - სალერნიტანა 2:0
გოლები: 1:0 კვერნაძე (63), 2:0
ამბროზინო (85)
გაძევება: გილონე (45+1, სალერნიტანა)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ღმერთმა გაგიქვავოთ ენა,ბაგე,ხელი,ვინც შხამ-ბოღმას ანთხევთ,კლავიატურაზე გესლიანად აკაკუნებთ ყველას მიმართ,ვინც კი თქვენს ბილწ გემოვნებაში არ ჯდება!
ბრაზი
18:34 27-12-2024
1
ძალიან მაგარი რამ მოხდა, სომხეთი რომ შეგვხვდა: რომ გავაფარჩაკებთ, მერე ჩაიგდებენ ხმას გენა და ძმანნი მისნი. ამოგტენით საშვილიშვილოდ, თქვე ნახმარო განდონებო.
ბადრი
15:24 27-12-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული