Repubblica: ასეთ შემთხვევაში, კვარაცხელია 29 დეკემბერს "ვენეციასთან" სათადარიგოთა სკამზე დარჩება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების შემდეგ, იტალიური პრესა ანტონიო კონტეს არჩევანზე აქტიურად წერს. "პარტენოპეის" დამრიგებელმა უნდა გადაწყვიტოს, ძირითად შემადგენლობაში ქართველი დააყენოს თუ ბრაზილიელი დავიდ ნერეში, თუმცა ამ ეტაპზე კონტე ამ დილემის წინაშე სულაც არ აღმოჩნდეს.

ირკვევა, რომ "ნაპოლის" შემტევი მატეო პოლიტანო გაციებულია, რის გამოც გუშინ ვარჯიში ვერ მოახერხა და მისი "ვენეციასთან" თამაში დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშაა.

Repubblica წერს, რომ თუ მან მომჯობინება მოახერხა, ძირითადში რომელუ ლუკაკუსთან და დავიდ ნერეშთან ერთად სწორედ ის იქნება, კვარაცხელია კი სათადარიგოთა შორის დარჩება.

Corriere Dello Sport კი
აქტიურად წერს, რომ კონტე მომავალი მატჩისთვის ნერეშისა და ხვიჩას ერთად ძირითადში დაყენების საკითხს აქტიურად განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ ქართველსა და ბრაზილიელს პირველივე წუთებიდან ერთად არცერთი მატჩი არ დაუწყიათ.

შეხსენებისთვის, "ნაპოლისა" და "ვენეციას" შეხვედრა 29 დეკემბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორი სისულელა იციით ? კვარა 10000 % ძირიტადში იქნება როგორც ყოველთვის როცა ჯანმრთელადააა
ლშა
20:30 28-12-2024
3
გაუშვან,პრობლემები არ შეუქმნან სხვა გუნდში გადასვლისას და ნერეში კი არა თავში ქვა უხლიათ,რაც უნდათ ის გააკეთონ.ხვიჩას ნერვებზე თამაშობენ ბოლო ორი სეზონი და აქედან თავის დაღწევას რომ მოახერხებდეს,სულ სხვა დონეზე ათამაშდება სხვა გუნდში.
მირო
16:35 28-12-2024
0

სიახლეები პოპულარული