"კვარაცხელია და ნერესი ერთად?" - კონტემ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
„ვენეციასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კითხვაზე უპასუხა, შეიძლება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიამ და დავიდ ნერესმა ერთად ითამაშონ:

„ეს შესაძლებელია, მაგრამ ბალანსის დაცვაა გასათვალისწინებელი და ვის უპირისპირდები. საუბარია მნიშვნელოვან ფეხბურთელებზე. აქამდე ერთად პოლიტანო და კვარაცხელია თამაშობდნენ, ბოლო ორ შეხვედრაში კი - პოლიტანო და ნერესი. ადრე თუ გვიან კვარაცხელიას და ნერესს ერთად ნახავთ ძირითად შემადგენლობაში. ეს ვინმეზე უარის თქმას აბსოლუტურად არ ნიშნავს. პოლიტანოს ნაწლავის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ დღეს ივარჯიშა, მის მდგომარეობას ყურადღებით დავაკვირდებით და შევაფასებთ. ვერ გეტყვით, როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ.
ვნახოთ“.

calcionapoli24 იტყობინება, რომ კონტემ შეიძლება სასტარტოში სულაც სირილ ნგონჟი დააყენოს.

altRepubblica: ასეთ შემთხვევაში, კვარაცხელია 29 დეკემბერს "ვენეციასთან" სათადარიგოთა სკამზე დარჩება

altკვარაცხელია კვლავ ყველაზე განსხვავებული, მწვრთნელის ჩარჩოებში - ლამაზი შტრიხები და ევროპის ჩემპიონატზე თამაში...

მკითხველის კომენტარები / 2 /
შერეკილობა ღუპავს საქმეს და მაინც არ ეშვებიან. ნერეში ამბობს, რომ: მართალია ორივე ფრთაზე შემიძლია თამაში, მაგრამ მარჯვნივ უფრო მაგარი ვარო. საიდან გამოჩხრიკეს და ტენიან ამ კაცს მარცხენა გარემარბობას და იმას, რომ ის კვარას კონკურენტია?
ჟორა გაბრიჭიძე
19:40 30-12-2024
0
ორივე ძირითადშია. პოლიტანოა ზამენაზე. რომელსაც არ წაუვა თამაში ან დაიღლება, ალბათ იმას შეცვლის. მიდი ხვიჩა, აჩვენე ყველას მაღალი კლასი!
გიგო პაპა
17:12 29-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული