ჩაკვეტაძის მეექვსე საგოლე პასი - "უოტფორდმა" ისევ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონშიფის ოცდამეხუთე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ქუინზ პარკთან“ 1:3 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე პასი გააკეთა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. გიორგიმ შეუცვლელელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო - ანალიტიკური საიტების შეფასებით ის თავის გუნდში საუკეთესო იყო: sofascore 8.2, whoscored 7.7, flashscore 7.4.

„უოტფორდმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 37 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 4 იანვარს „შეფილდ იუნაიტედს“ მიიღებს.

ლონდონი. „ლოფტუს როუდი“

ქუინზ პარკი - უოტფორდი 3:1
გოლები: 1:0 ფრაი (5),
2:0 დანი (37), 2:1 ბაა (55), 3:1 ფილდი (56)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემპიონშიპის ლომია
ბაბაიაგა
13:24 02-01-2025
1
ჯორჯო ძია,
გილოცავ და მრავალს დაესწარი.
ახალი წელია, ახალი იმედები და მოლოდინები.
ამ დილაადრიან ეს უჟასები და სიმწარე რომ არ გიხდება? კარგზე იფქრე და უკეთესი თქვი, ძია-ჯან!
მიხო პაპა
13:23 02-01-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული