„ფიორენტინასთან“ გატანილი გოლის შემდეგ კიდევ მგონია, რომ ნერესი ბენგალური ცეცხლია? დიახ, აბსოლუტურად... ბატარეაა, რომელიც არ ჯდება? ყველა მის დიდ შრომის უნარზე ლაპარაკობს, რაც სწორი არ არის. თუ სამი კვირის წინანდელ მატჩებს გავიხსენებთ, ლუკაკუ კარტოფილის ტომარა იყო, ხოლო ჟუან ჟეზუში პენსიაზე უნდა გასულიყო, პიჟამო ჩაეცვა და ტელევიზორისთვის ეყურებინა. ლაუტარო მარტინესი ახლა გასული სეზონის აჩრდილია. მოთამაშეებზე მათი უნარების მიხედვით ვმსჯელობ და ვამბობ, ნერესი
მაშინვე ვთქვი, რომ „ფიორენტინას“ მწვრთნელმა პალადინომ თვითმკვლელობა ჩაიდინა, როდესაც სპინაცოლას და ნერესის წინააღმდეგ დოდო და პარიზი დააყენა, რომელიც ჯერ კიდევ გამოუცდელია და ბრაზილიელის მეურვეობას თავი ვერ გაართვა. გავიმეორებ, დავიდი იმ სპორტის წარმომადგენელია, რომელსაც მოკლე მოედანზე თამაშობენ - თუ ტექნიკური უნარები გაგაჩნია, ვიწრო სივრცეში კარგად მოქმედება შეგიძლია. სხვა საქმეა დიდი მოედანი. ერთი სიტყვით, რაღაც გამანადურებელი არ არის.
ნერესის გოლი 50-მეტრიანი დრიბლინგის შედეგად? ერთი ერთზე მეტოქესთან დარჩენისას ლავეცის მაგონებს. საჭირო ტემპი გააჩნია, უყვარს მარჯვენა ფლანგიდან შეტევა და „არამუშა ფეხითაც“ ეხერხება გატანა. ბოლო შეხვედრებში სისწრაფის ხარჯზე გადამწყვეტი იყო. შესაძლოა, აუცილებელ შავ სამუშაოს არ ასრულებს და არ ვიცი, რამდენად სასარგებლოა გუნდისთვის, მაგრამ ახლა მის სათადარიგო სკამზე დასმას და სასტარტოში კვარაცხელიას დაყენებას აზრი არ აქვს. გოლის გარდა აღსანიშნავია ნერესის მიერ ლუკაკუსთვის გაკეთებული გადაცემა. ბელგიელს ჩემს გარდა სხვებიც კარტოფილის ტომარად მოიხსენიებენ“, - განაცხადა ფედელემ რადიო Marte-ს ეთერში.
კვარაცხელია ნეაპოლს არავის აჩაგვრინებს - ხვიჩასთვის უფრო დიდი კლუბი გვსურს!..
ლუკაკუზე გასაგებია, ჩვენთანაც უყვართ კარტოფილის ტომარასთან შედარება მსგავს სიტუაციაში. :)
ნაძვის ხესთან და ბენგალიურ ცეცხლთან შედარება კი, ანუ ნერეში მოკლე პერიოდით (მცირე ლოკაციაზე) გაიბრწყინებს და ჩაქრებაო. ანუ, ეპიზოდის მოთამაშეა და არ აქვს სისტემური სარგებლიანობაო.