თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი სინჯებზე კიევის "დინამოში" მიიწვიეს

AutoSharing Option
dynamo.kiev.ua-ს ცნობით, თბილისის "დინამო 2"-ის 18 წლის ცენტრალური მცველი და კაპიტანი გიორგი მეფარიშვილი კიევის "დინამოში" (U-19) გაივლის სინჯებს.

მეფარიშვილმა მიმდინარე სეზონში თბილისის "დინამო 2"-ში 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის შეკრებას კიევის "დინამოს" 19-წლამდელებში გაივლის და პირველ გუნდში არ ივარჯიშებს.

გამოცემა იტყობინება, რომ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის "დინამოდან" კიევის "დინამოში" გელა სადღობელაშვილის გადასვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემი მოკრძალებული აზრით დინამოდან კიევში სინჯებზე არ უნდა მიდიოდნენ, დინამოს აკადემიას აქვს უკვე ისეთი სახელი, რომ სინჯებს გამორიცხავდეს.
Givi
22:55 06-01-2025
1
დაანებეთ ამ კიევის დინამოს მანდ ვინც წავიდა არავინ გაახარეს… ბიღმიანი და უნამუსო ხალხია ეს უკრაინელები.. ჩემთვის ერთია ეს კიევიც ყაზანიც და მოსკოვიც.. უარესები არაიან ეს უკრაინელები ვოდრე რუსები..
ცოტნე
01:50 07-01-2025
12

სიახლეები პოპულარული