რომანომ დაადასტურა - კვარაცხელიას ტრანსფერზე პსჟ კვლავ საქმეშია

AutoSharing Option
დღეს დილას იტალიურმა Il Roma-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პსჟ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

შესაძლო ტრანსფერს ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ პარიზული გუნდი ქართველის გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

ირკვევა, რომ "პარტენოპეიმ" ხვიჩას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ქართველი მას ხელს ჯერჯერობით არ აწერს და სხვა შეთავაზებებს ელოდება, კვარაცხელია კი გასული ზაფხულიდან ფრანგული გუნდის სატრანსფერო სიის სათავეშია.

იტალიური მედია წერს იმასაც, რომ პსჟ-იმ გარიგებაში შესაძლოა, მილან შკრინიარიც ჩართოს და "ნაპოლის"
ქართველის სანაცვლოდ ფული და სლოვაკი მცველი შესთავაზოს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მახსოვს ნაპოლიში ტრანსფერზე რომ გავრცელდა ინფორმაცია, როგორ ღლიცინებდა ნახევარი საქართველო. ტოპ ლიგაში რა უნდა, ალბათ ბურთის მომტანად მიჰყავთო. როგორც ჩასაფრებული უყურებდნენ, აბა რომელიმე თამაშში რაიმე თუ შეეშლებოდა. ხან დოდომ დაბლოკაო, ხან პენალტი გააფუჭაო და პატარ-პატარა სიხარულები კი ჰქონდათ მაგრამ როცა პირველივე წელს იფრინა და მთავარი ტიტულიც მოიგო, მერე კი ეს ზურგს უკან მყეფარეები ნეაპოლიდან ვერ გამოვიყვანეთ, დროშების ფრიალით და ფორცა კვარას ძახილით. უფასო პიცასაც მშვენივრად მიირთმევდნენ და ამაყობდნენ, სადღაც ნეაპოლში ფული რომ არ გადაახდევინეს კვარას ხათრით.
იგივე ხალხი ახლა იძახის,პრემიერ ლიგის დონეს ვერ გაქაჩავსო და პსჟ ზე მეტი რა უნდაო... წინასწარ მაინც ნუ იძახით, თავები რომ არ შეირცხვინოთ. ხელისგულზეა ყველაფერი და თქვენი ყალბი გულშემატკივრიბაც მშვენივრად ჩანს!
იმედია თავის ნამდვილ გულშემატკივარს გაახარებს კვარა და თქვენნაირები სულ ზურგს უკან მყეფრე ძაღლებად დარჩებიან
Spain
18:10 09-01-2025
0
არ ვიცი,რა და როგორ იქნება,არც პსჟ მეპიტნავება ძალიან,მაგრამ პირველ რიგში,ნაპოლიდან თავის დაღწევა მგონია,მთავარი ამოცანა და სხვა გრანდებისაგან საიმედო თუ არაფერია,რა თქმა უნდა პსჟ სჯობია,ნაპოლის.
.სოსო
15:41 09-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული