გადაწყდა - ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს გამოიცვლის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიაში გუნდს შეიცვლის, - იტყობინება tuttob.

ჟურნალისტი ალფრედო პედულა წერს, რომ ლოჩოშვილი, რომელსაც დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში და მარცხენა ფლანგზეც, მალე „კრემონეზედან“ „სალერნიტანაში“ გადავა და კლუბები ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

Tuttosalernitana-ს ცნობით, ლოჩოშვილი ფაქტიურად ახალ გუნდში გადასულია, სალერნოული კლუბის სპორტული დირექტორი მარკო ვალენტინი ტრანსფერს აგვარებს და ქართველს იჯარით გამოსყიდვის უფლებით აიყვანენ.

„სალერნიტანა“ სერია B-ში 20 ტურის შემდეგ 18 ქულით მეთვრამეტე ადგილზეა, 12 იანვარს ლიდერ „სასუოლოს“ უმასპინძლებს და ლუკა მწვრთნელის, რობერტო ბრედას განკარგულებაში იქნება.

altCalciocremonese:

გადაწყვეტილია, რომ ლოჩოშვილი ამ ზამთარს გუნდს შეიცვლის
მკითხველის კომენტარები / 9 /
სახელებით არ გამოგარჩევთ თუმცა თითქმის ყველა კომენტარის ავტორს გეკითხებით შეფარულად რო აკრიტიკებთ ზოგი ფეხბურთელს, ზოგი ვილის და ზოგი მაღალჩინოსნებსაც რო გადაწვდით თითქოს ნაკრებში რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელს ისინი აყენებენ დაგავიწყდათ 10-წლის წინანდელი ნაკრებიი?? აქ რო სერია-ბ კლუბს იწუნებთ თან საკმაოდ ისტორიულ კლუბს(ძირითადს რო არ პირდებოდნენ არ გადავიდოდა ზამენაზე ხო მანდაც ზის, ელემენტარულია))დაგავიწყდათ ჩვენი ნაკრების წამყვანი ფეხბურთელები ასე ვთქვათ ლიდერები რა კლუბებში თამაშობდნენ და სად იყო ჩვენი ნაკრები წინა ფედერაციების პირობებშიი?? ვინც წინსვლას ვერ ხედავთ ბრმები ხართთქო არ გეტყვით მარა ვინც ვხედავთ დაგვაცადეთ გულშემატკივრობა ამ ყველაფერზე და ყველაფრით უკმაყოფილო ხალხმა, გინდა რეიტინგები ავიღოთ გინდა ინფრასტრუქტურა,მოედნები,სტადიონები,ყურადღება რაც ნაკრებებს აქვთ და თამაში რასაც ნაკრები თამაშობს და რა თამაშითაც ისტორიაში პირველად ვითამაშეთ ევროპაზე, ყველაფერში წინსვლაა წინა წლებთან და წინა ხელმძღვანელობასთან და მწვრთნელთან შედარებით და ვისაც გგონიათ რო ესე ერთბაშათ მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონები უნდა გავხდეთ რა გითხრათ აბა რითი განუგეშოთ თქვენი მუდმივი წარუმატებლობის გამო,,მახაჩკალის ანჟიში, რეიმსში და ტობოლის დონის გუნდებში გარბოდნენ სიხარულით და ზოგი დღემდე მაგ დონის კლუბშია და სალერნიტანა და სერია-ბ კლუბი რო დაიწუნეთ (ბ-ეში ისეთი სიმჭიდროვეა თუ გაძლიერდა სალერნიტანა ზამთრის სატრანსფეროზე შეიძლება სერიააში ასასვლელ ფლეიოფშიც მოხვდეს)) რატო იმათზე არაფერს ამბობთ ტოპ-5 მეორე ლიგის კიარა ტოპ-25 გუნდში თამაშობენ და ძლივს დალასლასებენ?? ააა იმათ დაგმეს ნაცების მიტინგებზე მოძალადეების გალახვა და მაგიტოო?? 2-3 წელიწადში ახალი ნაკადი წამოვა ნიჭიერი ბიჭების მეტი რა გვყავს და როგორ ფიქრობთ თავისით იჩითებიან ჰაერიდაან?? წარმატებები ბიჭებს, ვილის და ფედერაციას რაც უფრო მეტს გააკეთებენ უფრო მეტ ხანს იქნებიან და რო აკეთებენ დაგუგლეთ და ნახავთ თუ ჩემი ზემოთ ჩამოთვლილები არ გეყოთ
gel-100
20:27 10-01-2025
0
კარგით რაა, ზუსტად იქ არის მაგის ადგილი სადაც თამაშობს!!! სანიოლის თუ მაღალჩინოსნების დიდი "პატივისცემით" რომ სარგებლობს ფაქტია!
rigiti
12:13 10-01-2025
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული