L’Équipe: პსჟ-ს "კვარას" ტრანსფერზე სიფრთხილე მართებს - "მანჩესტერი" დანებებას არ აპირებს

AutoSharing Option
„ეკიპი“ წერს, რომ პსჟ-დან რანდალ კოლო მუანის წასვლა და ხვიჩა კვარაცხელიას პარიზულ გუნდში გადასვლა ახლოვდება.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის ცნობით, კვარაცხელიას შეძენა „პარი სენ ჟერმენისთვის“ ზაფხულში პრიორიტეტული იყო, გასულ თვეებთან შედარებით მხარეებმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს და ნეაპოლური კლუბი ქართველის გაყიდვას არ გამორიცხავს.

თუმცა, „პარი სენ ჟერმენს“ სიფრთხილე მართებს, რამეთუ „მანჩესტერის“ სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს, რომელიც შეტევის გასაძლიერებლად, წასასვლელად გამზადებული მარკუს რეშფორდის შემცვლელს ეძებს და კლუბებს შორის ფეხბურთელების შესაძლო გაცვლის თაობაზე კონკრეტული საუბრები მიმდინარეობს.

აღნიშნულია, რომ „ნაპოლი“ ხვიჩას გაყიდვიდან სოლიდურ თანხას მიიღებს,
ფეხბურთელების დამატებას შეეცდება და „ჩელსიდან“ 21 წლის ნახევარმცველის ჩეზარე კაზადეის დამატების საშუალება ექნება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
პრემიერ ლიგაში ჯობს გადასვლა ჩემი აზრით, მაგრამ თუ ეს არ გამოდის და პსჟ რჩება ვარიანტად, მაშინ აჯობებს ეს შესაძლებლობა გამოიყენოს ხვიჩამ.
0
რა ჯანდაბაა პსჟ...ფეხბურთელების სასაფლაოა.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული