
რადგან სტუმართა გუნდის მთავარი ამოცანა ჩემპიონშიფში პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ადგილის მოპოვებაა, მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა და გიორგი ჩაკვეტაძე 67-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 3:1 იყო.
„უოტფორდი“ ჩემპიონატზე მეცხრე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 14 იანვარს კარდიფში „სიტისთან“ ჩაატარებს.
ლონდონი. „კრეივენ კოტეჯი“
ფულჰემი - უოტფორდი 4:1
გოლები: 1:0 მუნისი (26), 1:1 ვატა (33), 2:1 ხიმენესი (49, პენ), 3:1 ანდერსენი (65), 4:1 კასტანი (85)