ჩაკვეტაძე პრემიერლიგის გუნდთან შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" წააგო

AutoSharing Option
ინგლისის თასის 1/32-ფინალში „უოტფორდი“ გასვლაზე პრემიერლიგის „ფულჰემთან“ 1:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

რადგან სტუმართა გუნდის მთავარი ამოცანა ჩემპიონშიფში პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის ადგილის მოპოვებაა, მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა და გიორგი ჩაკვეტაძე 67-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 3:1 იყო.

„უოტფორდი“ ჩემპიონატზე მეცხრე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 14 იანვარს კარდიფში „სიტისთან“ ჩაატარებს.

ლონდონი. „კრეივენ კოტეჯი“
ფულჰემი - უოტფორდი 4:1
გოლები: 1:0 მუნისი (26), 1:1 ვატა (33), 2:1 ხიმენესი (49, პენ), 3:1 ანდერსენი (65), 4:1 კასტანი (85)

altჩაკვეტაძის "უოტფორდი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან დაჩაგრა ჩაკვეს გუნდი ფულემმა, ტყვილა ვათიე ღამე,გუნდში ნათელი წერტილი გიო ოყო მაგრამ პას არ აძლევენ,თითქმის უბურთოდ დარბოდა ,როცა მიიღო კი იწყებდა გონივრულ შეტევას,მგრამ თანაგუნდელები მხარს ვერ უბავდნენ.
Რერო
11:11 10-01-2025
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული