ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ირგვლივ ბევრი საუბარია. Transfermarkt-ზე "კვარა" ახლა ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია. სახელდება პსჟ და აქვეა ინგლისური კლუბებიც. ნეაპოლური ფეისბუქჯგუფი "ნაპოლი" Napoli Sarcasm-ის არასასიამოვნო ინფორმაციას აზიარებს. ხსენებული გვერდი გუნდის შესახებ აქტიურად წერს და სწორად ვარაუდობს შემადგენლობას.
"თუკი კვარაცხელიასთვის მოთხოვნილ 90 მილიონ ევროს ვერცერთი კლუბი ვერ გადაიხდის, გუნდი ქართველს დასჯის და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს" - წერია ინფორმაციაში.
ოსიმენთან დაკავშირებული მოვლენები თუ მარიო რუის ამბავი, რომელიც განაცხადს მიღმა იყო და ცოტა ხნის წინ გუნდიდან გაუშვეს, ნეაპოლელთა პრეზიდენტ დე ლაურენტისზე კარგს ბევრს
არაფერს გვეუბნება, თუმცა ვერ წარმოგვიდგენია, მსგავსი მოვლენები ჩვენებურის ირგვლივაც განვითარდეს. როგორც ჩანს, ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელსა და კლუბს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები რთულ ეტაპზეა და ორივე მხარე (აგენტი ფეხბურთელისაც) საკუთარ ინტერესებს იცავს.
Collettivo Partonepoe: "ლაციოსთან" სათასო მატჩის შემდეგ "ნაპოლი" ხელშეკრულების გახანგძლივებას ელოდა, მაგრამ კალამი უჯრაში ჩაიკეტა. მიზეზი გაცხადდა - პსჟ საქმეშია."
Sportall.ge ეცდება, ამ ამბებზე მეტი გითხრათ და უახლოეს მომავალში ინტერვიუც შემოგთავაზოთ.
ახლა კვარაცხელიას მატჩზე მეტად ტრანსფერზე იწერება და როცა მას განსაკუთრებით უფრთხი - ბუდუ ბუნდესლიგაში იწყებს!..
"საგანგაშოა - კვარაცხელია ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა
საქართველოში 840 000 პენსიონერია. 30 ლარის მომატება, წლიურად დამატებით 300 000 000 (სამასი მილიონი) ლარის მობილიზებას საჭიროებს. ისე იოლად ისვრი სიტყვებს, ცოტაა 30 ლარიო, როგორც სააკაშვილი აბოლებდა ხალხს. კი ვიცი, რომ ნაცი ხარ.
ხაზარაძე საერთოდ 1000 ლარიანი პენსიით დემაგოგობდა არჩევნებზე. ანუ, წელიწადში 10 080 000 000 (ათი მილიარდ ოთხმოცი მილიონი) ლარი უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან პენსიებზეო.
ითვლით შენ და ხაზარაძე რა რიცხვებზე ადის ბიუჯეტი? თუ მხოლოდ იმაზე გყოფნის მათემატიკის ცოდნა, რომ 1967 წელს ხარ დაბადებული და 58 წლის გახდები წელს?