ხვიჩა 90 მილიონად თუ ვერ გაიყიდება, დასჯიან და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს... "ნაპოლი" ხელშეკრულების გაგრძელებას ელოდა, მაგრამ... - რას წერენ ნეაპოლელები

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ირგვლივ ბევრი საუბარია. Transfermarkt-ზე "კვარა" ახლა ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია. სახელდება პსჟ და აქვეა ინგლისური კლუბებიც. ნეაპოლური ფეისბუქჯგუფი "ნაპოლი" Napoli Sarcasm-ის არასასიამოვნო ინფორმაციას აზიარებს. ხსენებული გვერდი გუნდის შესახებ აქტიურად წერს და სწორად ვარაუდობს შემადგენლობას.

"თუკი კვარაცხელიასთვის მოთხოვნილ 90 მილიონ ევროს ვერცერთი კლუბი ვერ გადაიხდის, გუნდი ქართველს დასჯის და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს" - წერია ინფორმაციაში.

ოსიმენთან დაკავშირებული მოვლენები თუ მარიო რუის ამბავი, რომელიც განაცხადს მიღმა იყო და ცოტა ხნის წინ გუნდიდან გაუშვეს, ნეაპოლელთა პრეზიდენტ დე ლაურენტისზე კარგს ბევრს
არაფერს გვეუბნება, თუმცა ვერ წარმოგვიდგენია, მსგავსი მოვლენები ჩვენებურის ირგვლივაც განვითარდეს. როგორც ჩანს, ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელსა და კლუბს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები რთულ ეტაპზეა და ორივე მხარე (აგენტი ფეხბურთელისაც) საკუთარ ინტერესებს იცავს.

Collettivo Partonepoe: "ლაციოსთან" სათასო მატჩის შემდეგ "ნაპოლი" ხელშეკრულების გახანგძლივებას ელოდა, მაგრამ კალამი უჯრაში ჩაიკეტა. მიზეზი გაცხადდა - პსჟ საქმეშია."

Sportall.ge ეცდება, ამ ამბებზე მეტი გითხრათ და უახლოეს მომავალში ინტერვიუც შემოგთავაზოთ.

altახლა კვარაცხელიას მატჩზე მეტად ტრანსფერზე იწერება და როცა მას განსაკუთრებით უფრთხი - ბუდუ ბუნდესლიგაში იწყებს!..

alt"საგანგაშოა - კვარაცხელია ამ ორ ადამიანზე ძალიან დამოკიდებულია" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩას შესაძლო ტრანსფერის გამო უკმაყოფილოა

მკითხველის კომენტარები / 39 /
თავიდან 100 მილიონი დააფასონ და მყიდველი რო ეტყვის ცოტა დამიკელიო ჯერ 5 მილიონი დაუკლონ და მერე კიდე 5 მილიონი.თან დააყოლონ 90 მილიონს კაპიკი არ დააკლდებაო.ვაჭრობას ცოდნა უნდა მააშ.
ხახა
23:48 10-01-2025
2
რანაირი ლოგიკაა,ვინც ვერ გაყიდის ის დასაჯონ ხვიჩა რა შუაშია.ე.ი.მიკიტანი ჯუღელი დასაჯონ.მაგარი პური მჭამელი ბიჭი ჩანს და ქეიფი აუკრძალონ.
რას არ გაიგებ
23:37 10-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული