საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც "კრემონეზეში" თამაში იშვიათად უწევდა, "სალერნიტანაში" გადავიდა.
ლოჩოშვილი სალერნოულმა კლუბმა ზაფხულამდე იჯარით, გამოსყიდვის უფლებით აიყვანა და 47-ნომრიანი მაისური გადასცა,
"სალერნიტანა" სერია B-ში დარჩენისთვის იბრძვის, 12 იანვარს ლიდერ „სასუოლოს“ უმასპინძლებს და სავარაუდოდ, ახალ გუნდში ლოჩოშვილის დებიუტი ამ მატჩში შედგება.