02:19 12-01-2025
მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "სევილიასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]
AutoSharing Option
„ღამურების“ რიგებში ტრავმის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა, პირველი ტაიმის დასასრულს რომეროს დარტყმული ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია, შესვენების შემდეგ კი მისი წამოწყებული კომბინაცია რიოხამ დააგვირგვინა. მასპინძლებმა შეტევებით უპასუხეს, გაიტანეს კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, მერე ვარგასმა ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო კომპენსირებულ დროში პედროსამ გიორგის შეცდომის შედეგად ანგარიში გაათანაბრა.
მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - flashscore 7.0, sofascore 6.6, whoscored 5.9.
„ვალენსია“ 13 ქულით აუტსაიდერია და შემდეგ მატჩს 15 იანვარს, თასზე, გასვლაზე რანგით მესამე დივიზიონის „ოურენსესთან“ ჩაატარებს.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“
სევილია - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 რიოხა (61), 1:1 პედროსა (90+3)
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დავუშვათ მამარდა 1 თამაშში 9-ჯერ შეცდა! / ვუტრირებ, ტფუ-ტფუ-ტფუ /. მერე დალოცვილებო რა ნიშნისმოგებითა და ღვარძლით აღნიშნავთ? მავანმა უკვე "ამ ჩემისათიც" მოიხსენია. რატომ აყენებთა შეურაცყოფას, რა მიზნით? საკმაოდ თავმდაბალ, მოკრძალებულ უმაღლესი კლასის მეკარეს? სპორტსმენთა დიდი ნაწილი სოც. ქსელებს აქტიურად იყენებს და თქვენი აზრით, შეურამყოფელი და დამამცირებელი შეფასება-ეპითეტები არგებს? 1 წამით მაინც დაფიქრდით ამაზე. ღომ გკითხოთ ევროპელები ვართო და ევროპის უამრავ ქვეყანაში ნახეთ როგორ ქომაგობენ და ბოლომდე უდგანან მხარში აუტსაიდერებს? ყველაზე მეტად თანადგომა გაჭირვების და კრიზისის დროს გჭირდება კაცს. იმის მაგივრად რომ გაამხნევოთ/ მარტო მამარდას არ ვგულისხმობ/, თქვენი პასკვილით რას აღწევთ? რაას? ასე გძულთ და გიხარიათ თვისტომის წარუმატებლობა?! სამწუხაროდ ბევრი ახალგაზრდა ამას ვერ აცნობიერებს და მას მხოლოდ ბუმერანგის პრინციპით დაბრუნების დროს გამოსცდის ხოლმე საკუთარ ტყავზე. ბატონებო, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მოვეფეროთ, თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატოთ. ჭაბუას გენიალურ სიტყვებს შეგახსენებთ:" ჩვენ ობოლი ერი ვართ" და სხვა ჩვენს მაგივრად ჩვენზე თავს დიდად არასოდეს შეიწუხებს. ცხოვრებაში ყველა სიტყვა და ნაბიჯი აწონეთ, რაც როგორც ქვეყანას, ასევე თითოეულ თქვენთაგანს პირად ცხოვრებაში დიდად წაადგება....უფალი გფარავდეთ! პ.ს. მეტის დამწერი აღარ ვარ, გულმა ვერ გამიძლო, რისთვისაც აქ შეკრებილ ღრმად პატივცემულ დამსწრე საზოგადოებას დიდ ბოდიშს გიხდით:)...
0
0
ნახსთ გამეორებით სხვსდასხცა რაკურსით. გაუმართლა სევილიის ფეხბურთელს. გამოუვიდა. ბურთი ორჯერ დაეცა მიწას. ძალიან ძნელია ეგეთი დარტყმულის ტრაექტორიის დაჭერა. მე შეცდომად არ ჩავთვლიდი. ეგეთი დარტყმული თითქმის აუღებლად ითვლება.
4
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული