"მსგავს ამბავს ვერც კი ვიხსენებ" - იტალიელი მსახიობი "კვარას" გადაწყვეტილებით აღშფოთებულია

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, იტალიურ მედიაში მითქმა-მოთქმა არ წყდება. გუშინ, "ნაპოლისა" და "ვერონას" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლურ გუნდში თამაში აღარ სურს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "კვარამ" პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და პარიზული კლუბი ტრანსფერის დახურვას მომდევნო კვირას შეეცდება.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ნეაპოლელმა მსახიობმა ნელო მაშამ გააკეთა. მისი თქმით, ხვიჩას გადაწყვეტილებით გულდაწყვეტილია.

"კვარა"... წარსულიდან მსგავს ისტორიას ვერ ვიხსენებ. ჩემპიონი, რომელმაც ტრანსფერი შუა ჩემპიონატისას მოითხოვა, ტოვებს გუნდს, რომელიც სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ასეთი რამ მხოლოდ "ნაპოლიში" ხდება, რა სამწუხაროა...", - განაცხადა მაშამ სოციალურ ქსელში.

alt"ასე როგორ შეიძლება?" - ცნობილმა ნეაპოლელმა შეფ-მზარეულმა კვარაცხელია გააკრიტიკა

altკვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

altკვარაცხელიას პსჟ-სთან მომავალი კონტრაქტის დეტალები და ანაზღაურება ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 28 /
მარადონას შემდეგ, 33 წელი გავიდა და ნაპოლი უმაღლეს მწვერვალზე სწორედ რომ კვარამ და ოსიმ აიყვანეს. ოსიმენი გააგდეს, კვარა კი აიძულეს რომ წასულიყო. ხვიჩამ ამ ცოტა ხანში სკუდეტოც მოიგო და სერია "ა"-ს საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, წასვლა რომ გადაწყვიტა. უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. წარმატებები ხვიჩა!
გულშემატკივარი
17:01 12-01-2025
0
კარგი ნათქვამია. სიჯიუტე უნიჭობის ერთერთი პირველი ფორმაა. ამ შემთხვევაში ლაურენტისს ვგულისხმობ. რატომღაც ჩათვალა რომ თუ ხვიჩას მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, ეს მისთვის დაკნინება იქნებოდა. არადა როცა ამხელა თანამდებობის თუ მაღალი რანგის პირი ხარ და დათმობაზე წახვალ ასჯერ უფრო აიწევს შენი რეიტინგი. ასეა ყველაფერში.მე უფრო ის მიკვირს რომ უკვირთ მსახიობებს, ფეხბურთის სპეციალისტებს, ქომაგებს რომ ხვიჩას ფულის გამო არ უნდა დარჩენაო.თვით კონტესაც. შარშან როდესაც სპალეტის წასვლის შემდეგ აურელიო მწვრთნელის ძებნაში იყო კონტეც განიხილებოდა. მანაც ფულის გამო უთხრა უარი შარშან, ახლა გამოდის და იძახის მე ჯაჭვით ვერ დავაბამო. ძალიან უმადური ხალხი აღმოჩნდა ნეაპოლელები, თუმცა რა უნდა გაგიკვირდეს, როდესაც ეგენი კარუზოს უსტვენდნენ,სიმღერა არ იცისო. ყველაზე დაფასებულ ნეაპოლელს. მე რასაც ვაკვირდები ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგაც ყველაზე დაფასებულები ინგლისში არიან. მიუხედავად იმისა რომ მე პარიზში ხანდახან მიწევს ჩასვლა და ვფიქრობ ხვიჩას თამაშებს დავესწრები თქო,მისთვის ინგლისი სჯობია ჩემი აზრით, კერძოდ ლივერპული
დავით 67
16:50 12-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული