L’Équipe: მთელი დღე ვაჭრობდნენ და შეთანხმდნენ - კვარაცხელია პრაქტიკულად პსჟ-ის ფეხბურთელია!

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, პსჟ-მა და "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე 70 მილიონ ევროზე (ბონუსების გარეშე) პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და მხოლოდ ზოგიერთი დეტალია დასაზუსტებელი, რის შემდეგ ქართველის პარიზულ გუნდში გადასვლას ოფიციალურად გამოაცხადებენ.

გამოცემა წერს, რომ ორშაბათს მოლაპარაკებებში გარდატეხა მოხდა, მთელი დღე ვაჭრობა მიდიოდა, ნეაპოლურმა კლუბმა ქართველს სამედიცინო შემოწმების გასავლელად საფრანგეთში გამგზავრების უფლება ჯერ არ მისცა, რაც მხარეთა თქმით, მხოლოდ დროის საკითხია.

აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა "პარი სენ ჟერმენის" საფეხბურთო მრჩეველმა (ფაქტიურად სპორტული დირექტორია) ლუის კამპუშმა, რომელიც ხვიჩას თავის კლუბში გადაყვანას უკვე კარგა ხანია
ცდილობს და ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა მიიღეს. პსჟ გამარჯვების მოპოვების კონტრაქტის გაფორმებამდე გამოცხადებას არ ჩქარობს.

აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა ინტერპრეტაციით საფეხბურთო აგენტები ფაბრიციო რომანო და ნიკოლო სკირა და ჟურნალისტი პაოლო ბარჯიჯა ადასტურებენ -  "კვარას" 4+1 სისტემის ხელშეკრულებას გაუფორმებენ, მისი სეზონური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ძალიან კარგი ტრანსფერი იქნება თუ საბოლოოდ შედგა, სწორი არჩევანი გააკეთა, ანაზღაურება - 9+2 მშვენიერია, ხოლო ნაპოლი სთავაზობდა 5 მილიონს და 5 წელი ისევ დაბმული უნდა ყოფილიყო ნაპოლიში. პსჟ-ს დონე უფრო მაღალია, მცველის პოზიციაზე ნაკლებად მოუწევს სირბილი და თავის რელიზების საშუალება მეტი ექნება თუნდაც ლიგაზე გამოსვლით.
რეალისტი
11:24 14-01-2025
3
ჯერ არ არის გაფორმებული ხელშეკრულება.
გაკრიტიკება პსჟ-ში გადასვლის გამო ალბათ ყველაზე ბოლო საკითხი უნდა იყოს ჩვენი მხრიდან. 23 წლის ასაკში სერიას ა-ს ჩემპიონია.
მბაპე პსჟ-დან რეალში თითქმის 26 წლის გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ფიგუს ბარსაში და ზიდანის რეალში გადასვლაზე.
11 მილიონს სთავაზობენო წლიურსო იწერება!
ვაცადოთ და გავამხნევოთ.

1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული