კონტრაქტი მზადაა - კვარაცხელია პარიზში გასამგზავრებლად ნებართვას ელის

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, საფრანგეთში მიმდინარე მოლაპარაკებებზე "ნაპოლიმ" და პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ყველა დეტალზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ხვალ დილით მხარეები კონტრაქტს გააფორმებენ და კვარაცხელია "პარი სენ ჟერმენს" 4.5-წლიანი ხელშეკრულებით დაუკავშირდება.

ხვიჩამ დღეს "ნაპოლის" ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშა და პარიზში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ნებართვას ელის. თუ რაიმე არ შეიცვალა, ის დანიშნულების ადგილზე ოთხშაბათს გაემგზავრება და ამ კვირაში გახდება პსჟ-ის ფეხბურთელი.

საფეხბურთო ექსპერტი ჩირო ვენერატო იტყობინება, რომ პარიზული კლუბი ქართველის სანაცვლოდ დაახლოებით 75 მილიონ ევროს გადაიხდის, ფეხბურთელის წლიური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ყველას ძალიან დიდ პატივს გცემთ, მაგრამ გთხოვთ თავი დაანებოთ ექსპერტობას და მასწავლებლობას. რომ იძახით ფული არაა მთავარიო და ღმერთმა ნუ ქნას ბიჭმა ტრავმა მიიღოს ისეთი, რომ თამაში ვეღარ გააგრძელოს, მერე სად წავიდეს? შესანიშნავი ხელფასი აქვს, ნორმალურ ლიგაში თამაშობს, ჩემპიონთა ლიგა არ მოაკლდება და როგორც ვიცი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს. ნაპოლი არის სოფლის გუნდი და ჰყავს ძალიან ცუდი , უმადური გულშემატკვარი.კაპიკებზე ათამაშებდნენ და შემადგენლობიდან ამოაგდეს. თანაც ნერეშს და პოლიტანოს ადარებდნენ. დროზე მიატოვა. წარმატებები ოქროს ბიჭო. მაგარი კაცი ხარ. ღმერთი შენსკენ!!!
ფეოლა
00:28 15-01-2025
7
სწორს აკეთებ ხვიჩა. უმადური ხალხი აქეთ დაგდებს ბრალს უმადურობაში, ასეა მოწყობილი. ისიც მომეწონა ზუსტად ეხლა რომ გადადიხარ, თორემ რომ გაქვს გადაწყვეტილი კაცს და ჯერ გაჩერებენ, ვითომ შენზეა პროექტი და მერე ისევ უნამუსოდ იქცევიან აღარ უნდა მოტრიალდე უკან. შენ როცა გთხოვეს კი დარჩი და დანარჩენი მაგათმა იფიქრონ, დაუნახავებმა მართლა! აი პსჟში რამდენად ღირდა წმინდა საფეხბურთო გაგებით არ ვიცი, არ მიყვარს საფრანგეთიშ ჩემპიონატი, მაგრამ შენ თუ იფრენ მანდ ჩემპიონატიც შეიცვლება და პსჟც, ასე რომ გგულშემატკივრობ და წარმატებები უმაგრესო კაცო. მიდი წინ კვარა !
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული