Areanapoli-მ დაასახელა საკომისიო თანხა, რომელსაც ხვიჩას ტრანსფერში მისი მამა და აგენტი მიიღებენ

AutoSharing Option
Areanapoli წერს, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას სახით მესამე სკუდეტოს შემოქმედს კარგავს, მის პსჟ-ში ოფიციალურად გადასვლას მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა აკლია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეუძლია თავი სატრანსფერო თანხით დაიმშვიდოს, რომელიც ბონუსებიანად 70 მილიონ ევროზე მეტია. გამოცემის ცნობით, სოლიდურ საკომისიოს, 2.8 მილიონს ფეხბურთელის აგენტი და მამა მიიღებენ და ეს თანხა მათ უნდა გაიყონ.

ჟურნალისტმა ენცო ბუჩიონიმ Napoli Centrale-ს ეთერში განაცხადა, რომ კვარაცხელიამ ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ მოტივაცია დაკარგა, მხოლოდ ფული აინტერესებდა და მიზანსაც მიაღწია - „პარი სენ ჟერმენში“
მთლიანობაში წელიწადში 11 მილიონს გამოიმუშავებს.

ტელეკომპანია TGR-ის დირექტორის მოადგილემ, ანტონელო პერილომ ხვიჩას „ნაპოლიდან“ წასვლის გამო იმედგაცრუება ვერ დამალა: „ნაპოლი“ ლიდერია და გულშემატკივრებს ოცნებას აიძულებს, მაგრამ ახლა ყველა კვარაცხელიაზე საუბრობს. იანვრის სატრანსფერო ფანჯარას შეუძლია გუნდში დესტაბილიზაცია მოახდინოს, ვინაიდან ჩვენ ვიღაცაზე კი არა, მესამე სკუდეტოს ერთ-ერთ გმირზე ვლაპარაკობთ. ამ 77-ნომრიან, ჩაწეული „გამაშებით“ მოთამაშე ბიჭს პირველივე დღიდან, როდესაც მოედანზე დავინახე, უბრალოდ ჭკუიდან გადავყავდი. ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი ტალანტია, ყველაზე მაღალი კლასისაა, ვინც კი მარადონას შემდეგ აქ იყო. თუმცა, მივხდი, რომ მისი შენარჩუნება შეუძლებელი გახლდათ“.

altCiao, Kvara. სიყვარული და სიძულვილი - ნეაპოლელების რეაქცია "კვარას" პსჟ-ში გადასვლაზე

მკითხველის კომენტარები / 19 /
არაფერი არ გახლდათ შეუძლებელი! პირიქით, სავსებით შესაძლებელი იყო და ადვილიც!-მიგეცათ იმდენი, რამდენსაც იმსახურებდა!-დამლაგებლის ხელფასზე რომ გყავდათ! ლაურენტისს ჭკუა რომ ჰქონოდა ოსიმენი და კვარა ნებისმიერ ფასად უნდა შეენარჩუნებია!! აბა სად 1.2 მლნ და სად 9 მლნ.
დათო
15:42 16-01-2025
0
,,მუშა ღირსია თავისი საზღაურის" ჯუღელზე რატო ღლიცინებენ ვერ ვხვდები. ეგ კაცი ქართულ ფეხბურთში კარგ საქმეს აკეთებს♥️ წარმატებები
ჯიმა
15:06 16-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული