კვარაცხელია უკვე პარიზშია - ხვიჩამ გაფრენამდე ყოფილი თანაგუნდელები გასახდელში შეკრიბა და ამ სიტყვით მიმართა

AutoSharing Option
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია უკვე პარიზში იმყოფება, დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პსჟ-ის ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

Il Mattino წერს, რომ წასვლამდე ქართველმა ყოფილი თანაგუნდელები Castel Volturno-ს საწვრთნელი ბაზის გასახდელში შეკრიბა და სიტყვით მიმართა.

ჩვენებურმა "ნაპოლიში" გატარებული დროისთვის, ყოველი განცდილი სიხარულისა თუ მწუხარებისთვის ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.

მან ასევე მადლიერება გამოხატა, რომ პირველივე დღიდან ძალიან კარგად მიიღეს და ყოველთვის გვერდში ედგნენ. ხვიჩამ აღნიშნა, რომ "პარტენოპეიში" გატარებული დრო ძალიან კარგად დაამახსოვრდება და ყოველთვის მის გულში იქნება.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,
პსჟ ქართველს 75 მილიონ ევროდ შეიძენს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
დათო ს.
19:14 16-01-2025
0
11 მილიონი ხელფასით იყოს სათადარგო აიტანს.დდდდ პსჟ-მ იკითხოს თორემ.დ
Გენოს
15:55 16-01-2025
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული