იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება

AutoSharing Option
იანვარში, ანუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელებულ ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მეოთხე ადგილს დაიკავებს.

პირველ ადგილზე ფილიპე კოუტინიოა, რომელმაც 2018 წელს "ლივერპულიდან" "ბარსელონას" 135 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა.

მეორე პოზიციაზე 2023 წელს "ბენფიკადან" "ჩელსიში" შემდეგარი 121 მილიონიანი ტრანსფერით ენცო ფერნანდესი გახლავთ.

სამეულს კი ნიდერლანდელი ვირჯილ ვან დეიკი ხურავს, რომელიც "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში" 2018 წელს 84,7 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 

რაც შეეხება ხვიჩას, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაუხდის.

კვარაცხელია გონსალო იგუაინის შემდეგ "პარტენოპეის" ყველაზე
ძვირად გაყიდულ მოთამაშეთა შორის მეორე პოზიციას დაიკავებს. "პიპიტა" 2016 წელს "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვან დაიკი საუთჰემპტონიდან გადავიდა ლივერპულში
ალექს
14:04 16-01-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული